რატომ ბაკურიანი

რატომ ბაკურიანი

კაშკაშა მზე, თოვლიანი მთები და ტრასები, განსაკუთრებული რბილიკლიმატი და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა - ეს ბაკურიანია!

didveli inn

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის ნაპირას. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ბორჯომიდან 30 კმ. - ის, ხოლო თბილისიდან 205 კმ. - ის დაშორებით მდებარეობს. 

ბაკურიანი  კურორტებს შორის   ყველაზე ძველია საქართველოში, ის გაიხსნა 1935 წელს -  როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, მაგრამ მისი უნიკალური ბუნების და ადგილმდებარეობის გამო დღეს  ის  ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. 

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის   ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. 

ბაკურიანში დამსვენებლებს ჩასვლა  წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და მათ საშუალება  ეძლევათ:

  • დათვალიერონ  ბორჯომის ულამაზესი ხეობა;
  • იხეტიალონ  წიწვოვან ტყეებში;
  • ისრიალონ  თხილამურებით;
  • იჯირითონ;
  • მოაწყონ  ლაშქრობები და მიიღონ  მონაწილეობა ველოტურებში;
  • გაატარონ დაუვიწყარი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. 

ზამთრის სეზონი კურორტზე დაბალი ტემპერატურითა და მდგრადი თოვლის საფარით გამოირჩევა, ზაფხული კი გრილია. საშუალო წლიური ტემპერატურა - 4,3 გრადუსია, იანვრის  - 7,2 გრადუსი, აგვისტოს თვის -  15 გრადუსი.  თოვლის საფარი საშუალო სისქე - 64 სმ. 

ბაკურიანის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის წიწვოვანი ტყე, რომელიც ყვავილობას გვიან გაზაფხულზე იწყებს. ფიჭვის და ნაძვების ყვავილობის დროს, ბაკურიანის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. მაისის თვეში ფიჭვის ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც მომწიფების შემდეგ იმტვერებიან და ახდენენ განაყოფიერებას. სწორედ ეს მტვერი ატარებს უამრავ სამკურნალო თვისებას. გამოიყენება ხველის, ბრონქიტის, ფარინგიტის, გრიპის სამკურნალოდ.  რეკომენდირებულია მტვერის მიღება პროფილაქტიკის მიზნით, გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.

კურორტი ბაკურიანი ცნობილია უნიკალური ბოტანიკური ბაღით, რომელიც 1910 წელს დაარსდა და მაღალმთიანი კავკასიის ალპურ მცენარეთა სრულ უმრავლესობას წარმოაჩენს.

ყველა ამ განსაკუთრებული ბუნებრივი  სიმდიდრის გამო დღეს ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს.

ბაკურიანი, როგორც სამკურნალო -გამაჯანსაღებელი კურორტი

მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია, ჰაერისა და მზის აბაზანები. სამკურნალო ფაქტორია საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, რომლის უნიკალური კომბინაციაა: სუფთა ჰაერი, მზე, ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის მაღალი შემცველობა.

ბაკურიანი მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია:

- ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადების, ინფექციური პათოლოგიების მიმართ;

- ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას;

- აუმჯობესებს ორგანიზმის ვიტალური პროცესების რეგულაციას;

- აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს;

- სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს;

- მთის ჰაერის ოზონი დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე;

- აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას;

- მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას.

ბაკურიანის, როგორც მთის კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები

კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ.

სამედიცინო მიზნით ბაკურიანის კურორტი გამოიყენება:

- ტუბერკულოზის; - ბრონქული ასთმის; - სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებების (ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა...); - მეორეული სისხლნაკლულობის; - რაქიტის; - ბრონქული ასთმის მსუბუქი თუ საშუალო ფორმების; - ლიმფადენიტის; - ეფექტურია ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების სამკურნალო კომპლექსური თერაპიის დროს ადგილობრივი ბუნებრივი პირობების გამოყენება; - ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებები; - პოსტსტრესული მდგომარეობა, ასთენია... - ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ...

მკურნალობასთან ერთად ბაკურიანს, როგორც კურორტს, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ, ორგანიზმის ზოგად გასაკაჟებლად. განსაკუთრებით დიდი ბენეფიტი აქვს მსგავსი ტიპის მთის კურორტებს მოზარდი თაობის ჯანსაღი ფორმირებისათვის.

ისტორიული ექსკურსი

ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი ბინადრები XVIII საუკუნეში, სამშობლოდანგადმოსახლებული უკრაინელები (პოლტაველი და ჩერნიგოველი რუსულ-უკრაინულიშერეული ოჯახები) იყვნენ. 1816 წელს ბორჯომის ხეობაში უკრაინელების460 ოჯახი დაბანაკდა.მათგან ოთხმოცამდეოჯახი უშუალოდ ბაკურიანში,ხოლო დანარჩენები თორსა და ანდეზიტში. ახალმოსახლენი ხე-ტყის დამუშავებაზე მუშაობდნენ. ადგილობრივი ხისმასალა იგზავნებოდა გერმანიაშიმუსიკალური საკრავების დასამზადებლად.

ბაკურიანში დღემდეა შემორჩენილი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა  ყოველდღიურ საუბარში, გარკვეული სახუმარო კონტექსტით,იყენებს ტერმინს „ყურუმსები“ (ანუყრუ რუსები). სავარაუდოდ, ძირძველ ქართველებს და უცხოტომელებს ენობრივი ბარიერი კომუნიკაციაშიხელს უშლიდათ და ენამოსწრებული ქართველები ამგვარად მოიხსენიებდნენ ეთნიკურ უკრაინელებს.

ბაკურიანის აღმასვლის ისტორია უკავშირდება ბორჯომის მინერალური წყლებისპოპულარობას XIX საუკუნეში. ადგილობრივიმინერალური წყალი, სამკურნალო თვისების გამო, იმთავითვე ყურადღების ცენტრში მოექცა.1871 წელს, რუსეთისმეფე ალექსანდრე მეორემ,ბორჯომის ხეობა თავის ძმას, მიხეილ რომანოვს უბოძა, რომლის მმართველობის დროს ტერიტორიის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. მოზიდული სოლიდური ინვესტიციების დახმარებით, 1890 წლიდანბრენდის-„ბორჯომისწყალის’’, როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელისასმელის საწარმოო ჩამოსხმის ეტაპი დაიწყო.

1898-1901 წლებში გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზაე.წ. „გუგულიმატარებლის“ (,,კუკუშკა’’) სახელით ცნობილი. ტექნიკური ინოვაცია ბაკურიანისახლებური ცხოვრებისდასაწყისის მიზეზი გახდა.ტერიტორიაზე რკინიგზის ამოქმედებამ, 1902-1910 წლებში, კოხტაგორის ფერდობზე, როლოვისა და ფომინისხელმძღვანელობით, მაღალმთის ბოტანიკური ბაღის მშენებლობის დაწყება გააადვილა. 

ბაღის ტერიტორიაზე შექმნილია საცდელი ნაკვეთები და კოლექციები:

- ალპურ მცენარეთა კოლექცია - კავკასიის 1200-მდე სახეობა: ქარცხვი, კენკეშა, ცის-ფოლიო, ბაიერნის ფურისულა, აღმოსავლური ყაყაჩო, ჯავახური და კეცხოველის ფამფარულა, ბარისპირა, ჭრელი წივანა, ფრინტა, დეზურა, პონტოური ნაღველა…

- ალთაის, შორეული აღმოსავლეთის, კარპატების... მცენარეების კოლექცია - 300-მდე სახეობა: ამურის მიხაკი, ალთაური ია, ციმბირული ცხენის-კბილა, კარპატული მაჩიტა, ალპური ღიღილო, ჰიმალაური ასტრა...

- მერქნიან მცენარეთა კოლექცია - კავკასიის 75 სახეობა: ნეკერჩხალი, ცაცხვი, დეკა,  აღმოსავლური მუხა, ლიტვინოვისა და მედვედევის არყი, თელა, სოჭი, შქერი...

- ეგზოტიკურ მცენარეთა 66 სახეობა: დუგლასის ცრუცუგა, მანჯურიული კაკლის ხე, ევროპული, ენგელმანისა და მჩხვლეტავი ნაძვი, ციმბირული ლარიქსი, ამურის ხავერდის ხე…

დაბა ბაკურიანის ნაკრძალის ტერიტორიაზე 1923 წლიდან ფუნქციონირებს100 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებული საჯიშე მელიებისა და მენადირეობის მეურნეობა. აქ მიღებულია მელიის უძვირფასესი  ჯიში ე.წ. ,,ბაკურიანული თეთრი მელა’’, მოშავო -ვერცხლისფერი ინდივიდებისგან, ბუნებრივი მუტაციის შედეგად.

ხსენებული ჯიში საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიტანეს როგორც ,,ბაკურიანული თეთრი მელა” ანუ „ქართული თეთრი მელა”. მოგვიანებით, 1943 წელს, მეცნიერმა ვ. გიორგაძემ სელექციის გზით, ცხოველის ფენოტიპი გააუმჯობესა: ბაკურიანული თეთრი მელას სხეულის სიგრძე 58-77 სმ, კუდის — 35 სმ. გახდა. ინდივიდს აქვს თოვლივით თეთრი ბეწვი, შავი ყურები და ზოლი ზურგზე, რაც მისი დომინანტური ნიშან-თვისებაა. მაკეობა 51-53 დღე გრძელდება, შობს 4 ან 5 ლეკვს. თეთრი მელას ბეწვს საექსპორტო მნიშვნელობა აქვს! 

ბაკურიანი,როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტი

მკურნალობისსახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია, ჰაერისა და მზის აბაზანები. სამკურნალო ფაქტორია საშუალო მთის ზედასარტყლის ჰავა, რომლისუნიკალური კომბინაციაა: სუფთა ჰაერი, მზე, ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია,დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის მაღალი შემცველობა.

ბაკურიანიმთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია:

  • ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს სხვადასხვადაავადების, ინფექციური პათოლოგიების მიმართ;
  • ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულსისტემას; 
  • აუმჯობესებს ორგანიზმისვიტალური პროცესების რეგულაციას;
  • აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს;
  • სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციისმოვლენებს;
  • მთის ჰაერის ოზონი დამღუპველადმოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე;
  • უმჯობესებს მიკროცირკულაციას,აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას;
  • მაღალი ენერგეტიკული დანახარჯისდროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას.

 

 

ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკურიბაღის შექმნის უმთავრესიმიზანი კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეთა ინტროდუქცია და ადგილზე აკლიმატიზაციაიყო. ძალიან მალე მისისტუმართმოყვარე ხელმძღვანელი კოზლოვსკი ბაკურიანში ჩამოსული დამწყები მოთხილამურეების ხელშემწყობი და ქომაგიგახდა.

ამავე პერიოდში ევროპაშისათხილამურო სპორტის ბუმი იყო.საქართველოში ახალჩამოსულმა გიორგი ნიკოლაძემ (ცნობილი მათემატიკოსი, მეტალურგი, სპორტსმენი,სპორტის მოღვაწე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ–ერთი დამაარსებელი) თავისმეგობრებთან ერთად სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია დაიწყო.

1926 წელს ბაკურიანს დაბის სტატუსი მიენიჭა!

1934 წელს პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოებამიჯარით აიღო შემდგომში ბავშვთა სანატორიუმის შენობა, სადაც 1935 წლის 6 იანვარს საზეიმოვითარებაში გაიხსნა ბაკურიანისსამთო-სათხილამურო სკოლა და ფიზკულტურის სახლი. ამავე წელს ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი ამიერკავკასიისნაკრები.

1935 წელი ბაკურიანის, როგორც სათხილამურო ცენტრის, დაბადებისწელია. იანვრის დასაწყისში აქ უკვე ხალხმრავლობა იყო. ჩამოვიდნენ ამიერკავკასიისინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ სათხილამურო სექციაში.ძალიან მალე კათედრის ხელმძღვანელის,ბოჯგუას ხელშეწყობით, სტუდენტების საწრთვნელი შეკრებები ბაკურიანში ტრადიციად იქცა.აღნიშნულ პერიოდშიბაკურიანში ასევე ჩადიოდნენთბილისის სამედიცინო ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარგზავნილებიც.

ამავე წლებში საბჭოთა პრესაში ბაკურიანს„საბჭოთა სათხილამურო სპორტის დედაქალაქი” და „საბჭოთა დავოსი“ უწოდეს.1950 წელს აშენდა დაექსპლუატაცია-ში ჩაეშვა ჯერ 45, ხოლო შემდეგ – 75 მეტრიანი ტრამპლინი,რამაც დაბაში უფრომიიზიდა სათხილამუროსპორტის მოყვარულები.

1954 წელს ბაკურიანში დამონტაჟდა საბჭოთა კავშირში პირველი საბუქსირო გზა. 

1960წელს დასრულდა ბაკურიანის სრულიელექტრიფიცირება.2005 წელს ბაკურიანი წარდგენილი იქნა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურითამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.

ბაკურიანის სათხილამურო ტრასები

ბაკურიანი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სამთო კურორტად საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში მოქმედისათხილამურო ტრასებით: დიდველი, 25-მეტრიანი ტრასა დამწყებებისათვის, კოხტა გორა, მიტარბი, ტატრა, რომელთა საერთო სიგრძე 18 კმ.-ია. ყველაზე მაღალი ფერდობისსიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრია. ყველა ტრასაზე განთავსებულია: კვების ობიექტები, სანიტარული,სამედიცინო და  სამაშველო პუნქტები. სურვილისამებრ,ადგილზე შესაძლებელია,სათხილამურო დასაციგაო აღჭურვილობის დაქირავება და ინსტრუქტორის აყვანა.

  • დიდველი

- ზღვისდონიდან -1800მ.

- ტრასისსიგრძე - ზღვისდონიდან 1800 მ-მდე.

- ქვედასადგური - ზღვისდონიდან 1839 მ.

- ზედასადგური - ზღვისდონიდან 2130 მ.

- სტარტისადა ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა - 300 მ.

დიდველი ყველაზე პოპულარული და აღჭურვილი ტრასაა ბაკურიანში, რომელიც გათვლილია: როგორც სიფრთხილის მოყვარული მოთხილამურეთათვის,ასევე პროფესიონალებისთვის. ტერიტორიაზე ოთხი საბაგიროა: ერთი 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის (V=6 მ/წმ), სკამებიანი(ბაბლი), ფუნიკულიორი და ბიგელი. კურორტზე ფუნქციონირებს 16 კმ-იანი.სიგრძის 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველანაირ მომხმარებელზე. ხარისხიანი ღამის ლედ განათება და საოცარი პეიზაჟებით ტკბობის პერსპექტივა უამრავ ფოტო-ვიდეო მოყვარულს იზიდავს.თითოეულ სადგურზე მოქმედებს სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი, სადაც გემრიელ ნაციონალურ ან მსოფლიო კულინარიის კერძებსა და მშვენიერ სახლის ალკოჰოლს შემოგთავაზებენ. პირველ სადგურზე აშენებულია პატარა საბავშვო მოედანი, აქვე ფუნქციონირებს სამარხილე სპორტის ბილიკი.დიდველის ტრასები ნამდვილად კარგია და ოპტიმალურად კომფორტულია სრიალისათვის. საჭიროებისას, გამოიყენება ხელოვნური გათოვლიანების პრაქტიკა.

  • ტატრა

- მწვერვალის სიმაღლე - ზღვის დონიდან - 2250 მ.

- ქვედა სადგური ზღვის დონიდან - 1800 მ.

- სასრიალო ტრასისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა - 450 მეტრი

- სასრიალო ტრასის სიგრძე - 1822 მ.

- სათრეველა საბაგიროს სიგრძე - 2700 მ.

- პატარა სათრეველა საბაგირო - 450 მ.

ტატრა-საქართველოში საერთაშორისო სამთო–სათხილამურო ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული ერთადერთი 2საფეხურიანი სასრიალო ტრასაა, რომელიც გათვლილია: პროფესიონალი მოთხილამურეთათვის და ასევე მოყვარულთათვის. ხოლო ტყიანი მასივის გადაკვეთა მისი მთავარი განმასხვავებელი პრიორიტეტია! ადგილზე მუშაობს ორი სათხილამურო ბუგელური საწეველა, დღის აბონემენტი არ არის გათვალისწინებული. ინსტრუქტორისა და ინვენტარის გაქირავების სერვისის მომსახურებები სხვა ადგილებთან შედარებით უფრო ძვირია.

  • კოხტა გორა

- მწვერვალის სიმაღლე – ზღვის დონიდან 2150 მ.

- საბაგიროს სიგრძე – 1100 მ.

- სასრიალო ტრასის სტარტის და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა – 400 მ.

- საბაგირო გზა – ღია 2 ადგილიანი სავარძლები.

- 2 სათრეველა საბაგირო გზა 450 მ. სიგრძის

გადაადგილება ხდება ორსაფეხურიანი საწეველა სავარძლით. 1400 მეტრის სიგრძის პირველი დონე გათვლილია დამწყებთათვის, მეორე - 2000 მეტრი მხოლოდ მოწინავეებისთვის. მომსახურების ფასის, კომფორტისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით, კოხტა გორა დიდველის ანალოგია, ოღონდ მასთან შედარებით ცოტა მოკლეა.

  • 25-მეტრიანი სათხილამურო ტრასა

- 4 სათრეველა საბაგირო

- ყველაზე გრძელი სიგრძით - 400 მეტრი

​- 1 საბაგირო – ღია სავარძლით

25 - მეტრიანი ტრასა იდეალურია დამწყებთა და ახალბედების სრიალის ტექნიკის სასწავლებლად. ხალხმრავლობის გამო მუდმივად მუშაობს ოთხი თითქმის იგივე სიგრძის საბაგირო. ორი მათგანი ბუგელური ტიპისაა. ასევე მოქმედებს სპეციალური საბაგირო ციგებისთვის, რომელზეც არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მოზრდილებიც ერთობიან. 25 - მეტრიანზე ყველაფერი შედარებით იაფია, ვიდრე სხვა საბაგიროებზე. ტერიტორიაზე უფრო მეტი ინსტრუქტორია. ფართოა: სნოუბორდების, თხილამურების და ციგების არჩევანი.

  • მიტარბი

2016 წელს ბაკურიანში კიდევ ერთი სასრიალო ტრასა გაიხსნა,-მიტარბი. ეს ძალიან ძველი ტრასაა, თუმცა 30 წლის განმავლობაში დახურული იყო დამსვენებელთათვის. ამჟამად განახლებულია ნაწილობრივ, აღჭურვილია  ინფრასტრუქტურის აუცილებელი ელემენტებით, - გასამართია კვების ობიექტები, გაქირავების წერტილები. დასახვეწია ინსტრუქტორების საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმი.

მიტარბიზე დამონტაჟდა ღია 2-საფეხურიანი საწეველა. ტრასის სიგრძე 3.5 კმ.-ია, ხოლო მაქსიმალური მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2300 მ. აღნიშნული სათხილამურო ტრასა არ არის გათვლილი დამწყებთათვის, ის ორიენტირებულია პროფესიონალებზე. აქედან საოცარი პანორამული ხედები იშლება. აუცილებლად უნდა გაჩერდეთ მიტარბიზე, რომ ისრიალოთ და დატკბეთ ლამაზი პეიზაჟებით.

ინვესტირება ბაკურიანში

საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და შედარებით მარტივ საშუალებად უძრავ ქონებაში ინვესტირება ითვლება, რადგან ის დანარჩენ საშუალებებთან შედარებით ნაკლები რისკის მატარებელია.  

სტატისტიკის მიხედვით ტურისტები, განსაკუთებით ახალგაზრდები, ხშირად ირჩევენ აპარტამენტებს, ვიდრე სასტუმროებს. ამას მარტივი მიზეზები აქვს. აპარტამენტების დაქირავება გაცილებით უფრო იაფია და ბევრისთვის უფრო კომფორტულია. თანაც, თანამედროვე ტურისტული პლატფორმები საშუალებას აძლევს მათ რამდენიმე წამში მოძებნონ, შეარჩიონ და დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინები.

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტებიც ვითარდება და რაც მთავარია იქცევს ტურისტების ყურადღებას. მეტი და მეტი ადამიანი ჩამოდის სათხილამუროდ საქართველოში, რადგან ის სხვა შესაძლო სამთო-სათხილამურო კურტორტებთან შედარებით იაფია. სათხილამურო ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ახლა გამოსწორებულია და გათანასწორებულია ევროპულ სტანდარტებთან. უცხოურ სტატიებში, რომლებიც უცხოელებს საქართველოს შესახებ მოუთხრობს და აცნობს დასასვენებელ ადგილებს, სამთო-სათხილამურო კურორტებს მუდმივად დიდი ადგილი უკავია.

ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია, სწორედ ამიტომ აქ უძრავ ქონებაზე ყოველთვის მუდმივი მოთხოვნაა. ყოველ სეზონზე ხელმისაწვდომობა და ტურისტების დიდი ნაკადი ბაკურიანში მდებარე უძრავ ქონებას  სარფიან ინვესტიციად გარდაქმნის. 

თუ ფინანსური სიტუაცია ამაში ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ შეიძინოთ რამოდენიმე აპარტამენტი ერთ საცხოვრებელ კომპლექსში და კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი შემოსავალი.თქვენი ინვესტიციის ამოღება დაახლოებით 6-10 წელიწადში შეგიძლიათ. ეს დამოკიდებულია ბინის ღირებულებაზე და შემდეგ საინვესტიციო უძრავი ქონების მენეჯმენტზე.

ტური კოტეჯში