didveli inn
პროექტი
დასრულებული კოტეჯებიdidveli inn
Didveli inn თანამედროვე სტანდარტების, მშვიდი და უსაფრთხო დასახლებაა, რომელიც ბაკურიანში დიდველის სათხილამურო ტრასასთან მდებარეობს.
იზოლირებული, სრულიად უსაფრთხო და კეთილმოწყობილი 7 000 კვზე აშენებულია 18 თანამედროვე სტილის და დახვეწილი დიზაინის კოტეჯი.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ეზოებით. ყველა მხრიდან გადაჰყურებს ულამაზეს ხედებს ბაკურიანის მთებზე.


ყველა კოტეჯი ბარდება დასრულებული და საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

სამზარეულოში დაგხვდებათ: გამწოვი, ღუმელი, ჭურჭლის და სარეცხის მანქანა, მიკროტალღური ღმელი, მაცივარი, ტელევიზორი.

კოტეჯში განთავსებული ორი აბაზანა მეორე და მესამე სართულზე, აბაზანა აღჭურვილია: საშხაპით, გამწოვით, სარკით,განათებით, უნიტაზითა და ნიჟარით.