ხშირად დასმული კითხვები
მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, 2021 წლის სექტემბერში დასრულდება გზის საფარისა და ეზოს მოპირკეთება.
მშენებლობა მიმდინარეობს დაბა ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო ტრასასთან 300 მეტრში, სასტუმრო კრისტალის ცენტრალური შესასვლელის წინ.
აშენებულია 3 ბლოკი, ა ბლოკი გზისპირა (ოთხი კოტეჯი), ბ ბლოკი კომპლექსის შუა მდებარეობით (10 კოტეჯი), ც ბლოკი ტყის პირას (4 კოტეჯი).
თვრამეტივე კოტეჯი ერთი და იგივე გეგმარებით არის აშენებული 155 კვ.მ ფართი გადანაწილებულია 3 სართულზე. პირველი სართული მისაღები - სტუდიო, მეორე და მესამე სართული ორ-ორი საძინებელი აბაზანებით.
ფასადი არის სრულად მოპირკეთებული, რუხი ფერის მიუნხენის სტილის ლესვით, ბაზალტისა და ნატურალური ქვით, ბუნებრივი ლარექსის ხის მასალით, ასევე აივანი არის მოპირკეთებული ხის მასალით.
გარე პერიმეტრის კედლები აშენებულია 30 სანტიმეტრიანი პემზის ბლოკით, ხოლო შიდა 10-სანტიმეტრიანი ბლოკით და გალესილია გაჯით.
კოტეჯი ბარდება სრულად მოწყობილი - რემონტით, ავეჯით და ტექნიკით.
კორპუსები ჩაბარდება გეგმის მიხედვით - 2021 წლის მაისში.
ბინები ბარდება მწვანე რემონტის მდგომარეობით, რაც გულისხმობს:
- აივანზე გასავლელი ვიტრაჟები და ფანჯრები, შავი ფერის მეტალო-პლასტმასი;
- შესასვლელი რკინის კარი;
- კუთხის კოტეჯების შემთხვევაში პირველი სართულის კედლები ბლოკის ნაცვლად ჩასმულია შავი ფერის მეტალო-პლასმასის ვიტრაჟები;
- აივანი მოპირკეთებულია მეტლახით და ხის მოაჯირით;
- ფასადი მოპირკეთებულია რუხი ფერის მუინხენის სტილის ლესვით, ბაზალტისა და ნატურალური ქვით, ბუნებრივი ლარექსის ხის მასალით;
- 8 კოტეჯი დასრულებული და საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი, აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით;
- მოწყობილი საბავშვო ღია სივრცე ეზოში;
- კოტეჯებამდე მისასვლელი სამანქანო გზა;
- საძინებელი მოწყობილი ავეჯით;
- ოთახებში დაგებულია ღია ყავისფერი ლამინატი, კიბის საფეხურებზე - მუქი ყავისფერი გრანიტი, შესასვლელსა და სტუდიოში ღია ნაცრისფერი გრანიტი;
- კიბის მოაჯირი დამზადებულია რკინის მასალისგან და მოაჯირი მოპირკეთებულია მუქი ხის ფერი მასალით;
- კოტეჯში განთავსებულია ორი აბაზანა მეორე და მესამე საცხოვრებელ სართულზე, აბაზანა აღჭურვილია - საშხაპით, გამწოვით, სარკით, განათებით, უნიტაზით და ნიჟარით;
- მისაღები: ერთი სამეული, ერთი ტელევიზორი, ტელევიზორის მაგიდა;
- სამზარეულო: ავეჯი და დამონტაჟებული ტექნიკა: (ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა, პატარა მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, გამწოვი, ქურა სამი განყოფილებით, სარეცხი მანქანა, მაგიდა და ოთხი სკამი);
- დამონტაჟებული გათბობის სისტემა, რადიატორები და გათბობის ქვაბი.
ფანჯრები არის შავი ფერის მეტალო-პლასტმასის.
ბინაში შესასვლელი რკინის კარი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მეტალის მასალით.
ჭერის სიმაღლე 3 მეტრია
კოტეჯებს აქვს ინდივიდუალური ეზოს პარკინგები. თითოეულს კოტეჯის წინა მხარეს ორი მანქანის გასაჩერებელი ადგილი.
კორპუსებს შორის განთავსებული იქნება საბავშვო გასართობი სივრცე, ასევე თითოეულ კოტეჯს უკანა ეზოს მხარეს აქვს 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
იმისთვის, რომ გაესაუბროთ ჩვენი გაყიდვების მენეჯერს და გაიგოთ უფრო მეტი დეტალი ჩვენი მშენებლობების შესახებ, გთხოვთ, დაგვირეკეთ ნომრებზე: 204 04 04;
საზღვარგარეთიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: 598 39 27 91
ბინის შეძენა შეგიძლიათ როგორც ერთიანი გადახდით, ასევე შიდა უპროცენტო განვადებით.
განვადების სტანდარტული პირობები ასეთია:
თავდაპირველად შემოგაქვთ ბინის ჯამური ღირებულების 30%, შემდეგ ყოველთვიურად იხდით 3000$-ის ექვივალენტს ლარში მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან ერთ თვეში, დარჩენილ თანხას იხდით სრულად საკუთარი რესურსით, ან ნებისმიერი ბანკის დახმარებით.
თუმცა, ინდივიდუალური პირობების განსახილველად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 245 04 04 04.
დიახ, შესაძლებელია ბანკის იპოთეკური სესხის საშუალებით. ინდივიდუალური პირობების განსახილველად, ასევე ინვოისის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 245 04 04 04.
პროექტს ემსახურება ტერაბანკი, შეგიძლიათ ისარგებლოთ პარტნიორული დეველოპერული იპოთეკური სესხის პირობებით. ინდივიდუალური პირობების განსახილველად, ასევე ინვოისის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 245 04 04 04.
შიდა განვადებისათვის მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. შემოსავლების დადასტურება იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ იპოთეკური სესხით, ბანკის დახმარებით აპირებთ ჩვენთან კოტეჯის შეძენას.
კოტეჯის იპოთეკით დატვირთვა შესაძლებელია, ვინაიდან მშენებლობა დასრულებულია.
ხელშეკრულება ფორმდება პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელსაც ვარეგისტრირებთ საჯარო რეესტრში. შიდა განვადების შემთხვევაში ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებული ხართ, როგორც მომავალი მესაკუთრე. 30%-ის დაფარვის შემდეგ ხელშეკრულება რეგისტრირდება რეესტრში, თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში ავტომატურად ხდებით ბინის მესაკუთრე.