ბლოგი

2021 ივნისი 10

ჯანმრთელობას + სიამოვნება

თხილამურებით სრიალი და ჯანმრთელობა 

თხილამურები — სხეულის ტონუსში მოყვანის საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით ზამთარში, რადგან ამ დროს  ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ნელდება.
ცივი ამინდი ხელს უწყობს თქვენ  სხეულს გამოყოს სტრესის ჰორმონები, რომლებიც აძლიერებენ სისხლში შაქრის დონეს ამიტომ ამ პერიოდში ფიზიკურ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
​ასევე  ითვლება, რომ  ზამთარში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება და ამის გამო წელიწადის ამ დროს წონის დაგროვება ადვილად ხდება. 

სპეციალისტთა აზრით, ზამთრის სპორტის სახეობების მიერ ადამიანის ორგანიზმისთვის მოტანილი სარგებელი სხვადასხვანაირია. მაგალითად:

თხილამურებით სრიალი

სხეულს ამტანობას სძენს და ორგანიზმის საერთო გამოჯანმრთელებას ახდენს.

სპორტის აღნიშნული სახეობა ხელს უწყობს:

  • გულ -სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას;
  • სასუნთქი ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებას;
  • ხელს უწყობს  სახსრების გაუმჯობესებას; 
  • ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაუმჯობესებას;
  • იმუნიტეტის ამაღლებას;
  • კუნთების გაჯანსაღებას;
  • ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას;
  •  ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდას; 
  • გარდა ამისა, თხილამურები კარგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ჭარბი წონისგან გათავისუფლება.

1 საათის განმავლობაში თხილამურებით სრიალისას ორგანიზმი დაახლოებით   500 -600 კალორიას წვავს.

სპეციალისტთა აზრით, კვირაში 2-3 -ჯერ, 3 -5 კილომეტრის თხილამურებით გავლა ყოველგვარი დიეტისგან გაგათავისუფლებთ. 

თხილამურები ბავშვებში ანვითარებს სხვადასხვა სასარგებლო უნარებს, აძლიერებს მათ სხეულს და იმუნურ სისტემას.

პატარა ასაკიდან დაწყებული თხილამურებზე სრიალი:

  • ამაგრებს კუნთებს;
  • ანვითარებს კოორდინაციას;
  • ზრდის გამძლეობას;
  • აუმჯობესებს წონასწორობის შენარჩუნების უნარის განვითარებას;
  • აყალიბებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს. 
Facebook

მსგავსი სიახლეები

2022, აპრილი 10

ტურიზმი და უძრავი ქონება

უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ღირებული ინვესტიციაა განაგრძე კითხვა
2022, მარტი 01

სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდება

გადაწყვეტილება საბერძნეთში, 2018 წლის 17 მაისს გამართულ კონგრესზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მიიღო განაგრძე კითხვა
2022, იანვარი 20

რატომ ბაკურიანი - შენი მომგებიანი ინვესტიცია მომავალში!

Didveli inn- ი ადგილი, რომელსაც მხოლოდ შენ აკლიხარ განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში