ბლოგი

2021 აპრილი 09

ინვესტირება ბაკურიანში

საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და შედარებით მარტივ საშუალებად უძრავ ქონებაში ინვესტირება ითვლება, რადგან ის დანარჩენ საშუალებებთან შედარებით ნაკლები რისკის მატარებელია.  

ყველა ადამიანს, ვისაც ფულის ინვესტირება სურს, უნდა, რომ რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, საუკეთესო გადაწყვეტილება ფულის საკურორტო ზონებში ინვესტიციაა.  ტურისტების რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს, რამდენადაც მრავალფეროვანი გარემოსა და კარგი კლიმატის საშუალებით შეგვიძლია ტურისტებს მთელი მსოფლიოდან- ყველა სეზონზე ვუმასპინძლოთ.

სტატისტიკის მიხედვით ტურისტები, განსაკუთებით ახალგაზრდები, ხშირად ირჩევენ აპარტამენტებს, ვიდრე სასტუმროებს. ამას მარტივი მიზეზები აქვს. აპარტამენტების დაქირავება გაცილებით უფრო იაფია და ბევრისთვის უფრო კომფორტულია. თანაც, თანამედროვე ტურისტული პლატფორმები საშუალებას აძლევს მათ რამდენიმე წამში მოძებნონ, შეარჩიონ და დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინები.

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტებიც ვითარდება და რაც მთავარია იქცევს ტურისტების ყურადღებას. მეტი და მეტი ადამიანი ჩამოდის სათხილამუროდ საქართველოში, რადგან ის სხვა შესაძლო სამთო-სათხილამურო კურტორტებთან შედარებით იაფია. სათხილამურო ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ახლა გამოსწორებულია და გათანასწორებულია ევროპულ სტანდარტებთან. უცხოურ სტატიებში, რომლებიც უცხოელებს საქართველოს შესახებ მოუთხრობს და აცნობს დასასვენებელ ადგილებს, სამთო-სათხილამურო კურორტებს მუდმივად დიდი ადგილი უკავია.

ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია, სწორედ ამიტომ აქ უძრავ ქონებაზე ყოველთვის მუდმივი მოთხოვნაა. ყოველ სეზონზე ხელმისაწვდომობა და ტურისტების დიდი ნაკადი ბაკურიანში მდებარე უძრავ ქონებას  სარფიან ინვესტიციად გარდაქმნის. 

ისევე როგორც სხვა საკურორტო ზონების შემთხვევაში, ბაკურიანშიც უმჯობესია თუ ერთ საძინებლიან ბინას შეიძენთ, რადგან უცხოელი ტურისტები  სწორედ ასეთ ბინებს ეძებენ. თუ ფინანსური სიტუაცია ამაში ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ შეიძინოთ რამოდენიმე აპარტამენტი ერთ საცხოვრებელ კომპლექსში და კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი შემოსავალი.თქვენი ინვესტიციის ამოღება დაახლოებით 6-10 წელიწადში შეგიძლიათ. ეს დამოკიდებულია ბინის ღირებულებაზე და შემდეგ საინვესტიციო უძრავი ქონების მენეჯმენტზე.

Facebook

მსგავსი სიახლეები

2021, დეკემბერი 01

სად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. როდესაც განაგრძე კითხვა
2021, ნოემბერი 04

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად?

ადამიანისთვის და უფრო მეტად ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება ჯანმრთელი ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. განაგრძე კითხვა
2021, ოქტომბერი 07

რატომ ბაკურიანი

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში