ბლოგი

2021 აპრილი 09

რა დადებითი თვისებები აქვს მთის ჰავას?

მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით - ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რაოდენობა, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. სწორედ  ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ადამიანის ორგანიზმზე მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ახდენს . განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. 

მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია და  ის:

  • ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; 
  • ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას;
  •  აუმჯობესებს სუნთქვის ფუნქციას;
  • ხელს უწყობს   სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას; 
  • ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა  ინფექციური პათოლოგიების მიმართ (ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე);
  • აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; 
  • სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციას; 
  • აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; 

კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ : მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება, ულტრაიისფერი სხივების მაღალი აქტივობა, წიწვოვანი ტყით შემოსილი ფერდობები, სწორეთ ეს ყველაფერი ქმის განსაკუთრებულ კლიმატს, რის გამოც ბაკურიანი არა მხოლოდ მნიშნველოვან სამთო-სათხილამურო, არამედ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ კურორტადაც ითვლება.

ბაკურიანის კურორტი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა:

- სასუნთქი გზების  დაავადებები,
- ქრონიკული ბრონქიტი, 
- მეორეული სისხლნაკლულობა,
- რაქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი თუ საშუალო ფორმები.

მთის კლიმატურ კურორტებს,  განსაკუთრებით ბაკურიანს  უდიდი მნიშვნელობა აქვს  ბავშვებისა  და მოხუცებისთვის ჯანმრთელობისთვის, რადგან მისი მდებარეობა ზღვის დონიდან 1700 მეტრია (ამ სიმაღლეზე არ მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვები).

ბაკურიანში დასვენება კურნავს ადამიანებს, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, რადგან ბუნებაში სიარული, სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა დეპრესიის და სტრესის  მოხსნის ყველაზე კარგი საშუალებაა. 

Facebook

მსგავსი სიახლეები

2021, აპრილი 09

4 სეზონი

ბაკურიანი კურორტებს შორის ყველაზე ძველია საქართველოში განაგრძე კითხვა
2021, აპრილი 09

ინვესტირება ბაკურიანში

ყველა ადამიანს, ვისაც ფულის ინვესტირება სურს, უნდა, რომ რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს. განაგრძე კითხვა
2021, თებერვალი 24

სათხულამურო გზები

მოქმედი სათხილამურო ტრასებით ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სათხილამურო კურორტად ითვლება განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში