ბლოგი

2021 აპრილი 09

ადგილი, რომელსაც სეზონი არ აქვს

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის ნაპირას. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ბორჯომიდან 30 კმ. - ის, ხოლო თბილისიდან 205 კმ. - ის დაშორებით მდებარეობს. 

ბაკურიანი  კურორტებს შორის   ყველაზე ძველია საქართველოში, ის გაიხსნა 1935 წელს -  როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, მაგრამ მისი უნიკალური ბუნების და ადგილმდებარეობის გამო დღეს  ის  ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. 

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის   ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. 

ბაკურიანში დამსვენებლებს ჩასვლა  წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და მათ საშუალება  ეძლევათ:

  • დათვალიერონ  ბორჯომის ულამაზესი ხეობა;
  • იხეტიალონ  წიწვოვან ტყეებში;
  • ისრიალონ  თხილამურებით;
  • იჯირითონ;
  • მოაწყონ  ლაშქრობები და მიიღონ  მონაწილეობა ველოტურებში;
  • გაატარონ დაუვიწყარი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. 

ზამთრის სეზონი კურორტზე დაბალი ტემპერატურითა და მდგრადი თოვლის საფარით გამოირჩევა, ზაფხული კი გრილია. საშუალო წლიური ტემპერატურა - 4,3 გრადუსია, იანვრის  - 7,2 გრადუსი, აგვისტოს თვის -  15 გრადუსი.  თოვლის საფარი საშუალო სისქე - 64 სმ. 

ბაკურიანის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის წიწვოვანი ტყე, რომელიც ყვავილობას გვიან გაზაფხულზე იწყებს. ფიჭვის და ნაძვების ყვავილობის დროს, ბაკურიანის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. მაისის თვეში ფიჭვის ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც მომწიფების შემდეგ იმტვერებიან და ახდენენ განაყოფიერებას. სწორედ ეს მტვერი ატარებს უამრავ სამკურნალო თვისებას. გამოიყენება ხველის, ბრონქიტის, ფარინგიტის, გრიპის სამკურნალოდ.  რეკომენდირებულია მტვერის მიღება პროფილაქტიკის მიზნით, გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.

კურორტი ბაკურიანი ცნობილია უნიკალური ბოტანიკური ბაღით, რომელიც 1910 წელს დაარსდა და მაღალმთიანი კავკასიის ალპურ მცენარეთა სრულ უმრავლესობას წარმოაჩენს.

ყველა ამ გ განსაკუთრებული ბუნებრივი  სიმდიდრის გამო დღეს ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. 

Facebook

მსგავსი სიახლეები

2021, დეკემბერი 01

სად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. როდესაც განაგრძე კითხვა
2021, ნოემბერი 04

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად?

ადამიანისთვის და უფრო მეტად ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება ჯანმრთელი ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. განაგრძე კითხვა
2021, ოქტომბერი 07

რატომ ბაკურიანი

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში