ბლოგი

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება და მას კურორტი ბაკურიანი უმასპინძლებს. ჩემპიონატი ოფიციალურ სტარტს 18 თებერვალს აიღებს და 5 მარტამდე გაგრძელდება, სადაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც ქართველი, ავსტრიელი, ჩეხი, სლოვაკი, ყაზახი და ავსტრალიელი მოთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დასასრულს უახლოვდება. აშენდა 3 ახალი საბაგირო, მოეწყო 6 ახალი ტრასა და 30 კილომეტრის მანძილზე შეიქმნა ახალი გათოვლიანების სისტემა.
“დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს. 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში. ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზამთრის კურორტს ინსპექტირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტი ჯონ ფიტჯერალდიც ეწვია, რომელმაც გუდაურისა და ბაკურიანის დათვალიერების შემდეგ, საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების პერსპექტივები დადებითად შეაფასა და მისი, როგორც სამთი-სათხილამურო კურორტის განვითარების პოტენციალი მკაფიოდ წარმოაჩინა. 2025 წელს კი ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი გაიმართება, რომელის ფარგლებში იგეგმება ტრამპლინების და ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა, რათა ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს უმასპინძლოთ და განვითარდეთ.
მსგავსი სიახლეები

გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა
რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში?
ახალი წელი - ეს ჯადოსნური დღესასწაულია, რომლსაც ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება და ცდილობს საკუთარ თავს მაგიური მომენტი შეუქმნას განაგრძე კითხვა