ბლოგი

გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომებითა და ალპური მდელოებით. კურორტის მდებარეობა და ლანდშაფტი ტურისტების აღტაცებაც იწვევს, რაც ვოველწლიურად ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას. ამ ბლოგში წარმოგდენილია ფაქტები, რომელიც ბაკურიანის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ და ამ კურორტის შესახებ საჭირო ინფორმაციას გაგაცნობთ:
კლიმატი
რეგიონი ეკუთვნის კლიმატურ ზონას, რომელიც გარდამავლია ჰავის ნოტიო ოკეანურ და ნოტიო კონტინენტურ ტიპებს შორის. მაქსიმალური უარყოფითი ტემპერატურა ბაკურიანში -26 C- ია. ზაფხული, 15 C-ზე მაღლი საშუალო დღე-ღამური ტემპერატურით, იწყება ივლისის მეორე დეკადაში და აგვისტოს მეორე დეკადამდე გრძელდება. ბაკურიანში მეტწილად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარები ქრის. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა ბაკურიანში 800მმ-მდეა. ნალექების მთვარი მაქსიმუმი ივლისშია, ხოლო მეორე მაქსიმუმი-ნოემბერში. ნალექების მთავარი მინიმუმი იანვარშია, მეორე კი-აგვისტო-ოქომბერში. ნალექიანი დღეების საშუალო რაოდენობა ბაკურიანში 175-ია. თოვლის მდგრადი საფარი შენარჩუნებულია 155 დღის განმავლობაში. თოვლის საფარის უდიდესი 10- დღიანი სიღრმე აღინიშნება თებერვალში და შეადგენს 60 სმ-ს, თუმცა ზოგჯერ თოვლის საფარის სიღრმე 1 მ-ზე მეტია.
სათხილამური ტრასები
ბაკურიანში მოქმედებს სხვადასხვა სირთულის 12 კეთილმოწყობილი სათხილამურო ტრასა:
- ისტორიული კოხტაგორა (ზღვის დონიდან 2155 მ, ბაგირგზის სიგრძე - 3000 მ);
- გამოცდილი სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი ტატრას სახელით ცნობილი კოხტა 2-ის მთა (ზღვის დონიდან 2255 მ, საერთო სიგრძე 1800 მ);
- დიდველის საერთო სიგრძე 3800 მ-ია. მინიჭებული აქვს FIS სერტიფიკატი;
- დამწყებთათვის კვლავინდებურად ფუქციონირებს ოცდახუთიანის სახელით ცნობილი მარტივი სათხილამურო ტრასა (სიგრძე 300 მ).
ბაკურიანის ზოგადი მახასიათებლები:
- ყველაზე მაღალი ასვლის წერტილი - 2850 მ;
- რეგიონის საშუალო სიმაღლეა 1700 მ;
- ბილიკების საერთო სიგრძე 5 კილომეტრზე მეტია;
- ტობოგანის გაშვების სიგრძე - 1350 მ;
- სათხილამურო ტრასის სიგრძე დამწყებთათვის - 300 მ (ფერდობის ფერდობზე 10 გრადუსი);
- ბილიკების საერთო სიგრძე გამოცდილთათვის ("კოხტა -1", "კოხტა -2") - 4,500 მ;
- FIS ბილიკები;
- ტობოგანის გარბენი;
- პარაპლანით ფრენა;
- ღია მოციგურავეები ბაკურიანის პარკში, დახურული ედემის სასტუმროში;
- თოვლით მოძრაობა;
- ფრირაიდი.
მსგავსი სიახლეები

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში?
ახალი წელი - ეს ჯადოსნური დღესასწაულია, რომლსაც ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება და ცდილობს საკუთარ თავს მაგიური მომენტი შეუქმნას განაგრძე კითხვა