ბლოგი

რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში?
ახალი წელი - ეს ჯადოსნური დღესასწაულია, რომლსაც ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება და ცდილობს საკუთარ თავს მაგიური მომენტი შეუქმნას. თუ დასვენება, გართობა და ახალი წლის ქალაქისგან შორს შეხვედრა გაქვთ გადაწყვეტილი და არ იცით სად წახვიდეთ, ბაკურიანი თქვენთვის იდეალური ადგილია. სათხილამურო კურორტზე ახალ წელს დათოვლილი სასრიალო ტრასები, წიწვები, ფუმფულა თოვლი და სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება დაგხვდებათ.
რატომ ბაკურიანი?
ბაკურიანი თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს, შესაბამისად თბილისთან სიახლოვის გამო 2-3 დღე კარგი პერიოდია საახალწლო დასვენებისთვის. თუ დროში შეზღუდულები ხართ და ზამთრის კურორტზე გსურთ ახალი წლის აღნიშვნა, გირჩევთ ეწვიოთ ბაკურიანს. გამორჩეული გარემო, დათოვლილი ფერდობები, საოცარი ატმოსფერო, მაღალი მთების კრისტალივით სუფთა ჰაერი, წიწვოვანი და წიფლნარი ტყის სურნელი, კოხტაგორას, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს მთების ხედები თქვენ წინ გადაიშლება და აქ გატარებულ წამს გაგილამაზებთ. კურორტზე უამრავი სახის გასართობია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. თუ დასვენებას პატარასთან ერთად აპირებთ, ბაკურიანში მათთვისაც არის გასართობი პარკები, ყინულის მოედანი, ციგები თუ თხილამურები.
რატომ “დიდველი ინ”?
ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, რომელიც დასვენების და განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. სწორედ ამიტომ ავაშენეთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის, კომფორტული და მომხმარებელზე ორიენტირებული 3-სართულიანი კოტეჯები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საინჟინრო-არქიტექტურული კონცეფციითა და გამორჩეული, ბუნებასთან შერწყმული დიზაინით.
“დიდველი ინ” პროექტი გთავაზობთ:
- იზოლირებულ, სრულიად უსაფრთხო და კეთილმოწყობილ 7 000 კვ -ზე გაშენებულ 18 (თვრამეტ) თანამედროვე სტილის და დახვეწილი დიზაინის კოტეჯს;
- კოტეჯი არის 3 (სამ) სართულიანი. პირველ სართულზე მოწყობილია სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო. მეორე და მესამე სართულზე განთავსებულია 4 (ოთხი) საძინებელი და 2 (ორი) სველ წერტილი;
- კოტეჯები ბარდება როგორც მწვანე კარკასის კონდიციით, ასევე სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში;
- ყველა კოტეჯს აქვს 200კმ.მ.-მდე ეზო, საიდანაც იშლება ბაკურიანის ულამაზესი ხედები.
ასე, რომ დროა ესტუმროთ ბაკურიანს და საკუთარ თავს აჩუქოთ მაგიური ახალი წელი.
მსგავსი სიახლეები

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა