ბლოგი

2022 ნოემბერი 11

რატომ უნდა ესტუმრო ბაკურიანს ზამთარში?

ზამთარი წლის ერთ-ერთი გამორჩეული სეზონია, რომლიც გარშემო მაგიურ ატმოსფეროს ქმნის. ყველა ადამიანი ელოდება ამ საოცარ სანახაობას, როცა არემარე თეთრი ფიფქებით იფარება და გარშემო საოცარი სიჩუმე ისადგურებს. თუ გეგმავთ საოცარი მოგონებების შექმნას და ზამთრის სეზონის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გატარებას, აუცილებლად ეწვიეთ ბაკურიანს. ეს ადგილი იდეალურია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის ასევე აღმოჩენაა ბუნების მოყვარულებისათვის.

ბაკურიანი საქართველოში და მსოფლიოშიც ერთ-ერთი ულამაზესი კურორტია, რომელიც გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის ნაპირას. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ბორჯომიდან 30 კმ. - ის, ხოლო თბილისიდან 205 კმ. - ის დაშორებით მდებარეობს. საქართველოში კურორტებს შორის ყველაზე ძველია და 1935 წელს გაიხსნა, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, მაგრამ მისი უნიკალური ბუნების და ადგილმდებარეობის გამო დღეს ოთხსეზონიანი საკურორტო ადგილის სტატუს ატარებს. ზამთრის სეზონი კურორტზე დაბალი ტემპერატურითა და მდგრადი თოვლის საფარით გამოირჩევა, ზაფხული კი გრილია. საშუალო წლიური ტემპერატურა - 4,3 გრადუსია, იანვრის  - 7,2 გრადუსი, აგვისტოს თვის -  15 გრადუსი. თოვლის საფარი საშუალო სისქე - 64 სმ.

წლის ნებისმიერ დროს აქ დასვენებას ნამდვილად არ ინანებთ, თუმცა ბაკურიანი ერთ-ერთ საუკეთესო სამთო კურორტად ითვლება საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში მოქმედი სათხილამურო ტრასებით: დიდველი, კოხტა გორა, მიტარბი, ტატრა, რომელთა საერთო სიგრძე 18 კმ.-ია. კოხტა გორას სათხილამურო ტრასის უმაღლესი წერტილი 2269 მეტრია, დიდველის კი 2702 მეტრი. სურვილისამებრ, ადგილზე შესაძლებელია, სათხილამურო და საციგაო აღჭურვილობის დაქირავება და ინსტრუქტორის აყვანა. ყველა ტრასაზე განთავსებულია კვების ობიექტები, სანიტარული, სამედიცინო და სამაშველო პუნქტები. კურორტის მიმართ ინტერესი იზრდება, რის გამოც 2023 წელს ბაკურიანი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. 2025 წელს კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი გაიმართება. 

ბაკურიანი

ბაკურიანი გამორჩეულია უნიკალური მიკროკლიმატით, რომელსაც წიწვოვანი ტყე ქმნის რომელიც ზამთარში  თეთრი საფარით იფარება და გარშემო მაგიური ატმოსფეროს ქმნის, რომელსაც ზღაპრულ გარემოში შეჰყავხართ.

ზამთარში ბაკურიანში თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ შემდეგი აქტივობებით: 

  • თხილამურებით სრიალი;
  • სნოუბორდი;
  • ფრირაიდი;
  • ზამთრის ლაშქრობა;
  • თოვლიანი ფეხსაცმლის ტური;
  • ტობოგანი.

ესტუმრეთ ზამთარში ბაკურიანს და შექმენით ჯადოსნური მოგონებები

Facebook

მსგავსი სიახლეები

2023, თებერვალი 13

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
2023, იანვარი 11

გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე

პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა
2022, დეკემბერი 15

რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში?

ახალი წელი - ეს ჯადოსნური დღესასწაულია, რომლსაც ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება და ცდილობს საკუთარ თავს მაგიური მომენტი შეუქმნას განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში