ბლოგი

2022 ოქტომბერი 10

5 რამ, რაც ბაკურიანში ყოფნისას უნდა გააკეთოთ

თუ გიყვართ მოგზაურობა, საინტერესო ადგილების მონახულება და ბუნებასთან სიახლოვე, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ბაკურიანს. იმისთვის, რომ შეიცნოთ კურორტის საინტერესო მხარე და აქ გატარებული ყოველი წამი დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ თქვენ უნდა მოინახულოთ:

ალპური ბოტანიკური ბაღი

ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი, რომელიც 1910 წელს გაშენდა თავისი კოლექციების სიმდიდრით და მრავალფეროვნებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მაღალი მთის ბოტანიკურ ბაღად მიიჩნევა. ის განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულის სეზონზე და იდეალურია ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად, ლაშქრობისა და პიკნიკის მოსაწყობად. 

ბორჯომის ცენტრალური პარკი

ბორჯომის ცენტრალური პარკი 19 საუკუნიდან იქცა სტუმრების და საზოგადოების გასართობ ადგილად და მის მიმართ ინტერესი გაიზარდება. აქ სტუმრობისას ულამაზესი ბუნებისა და წიწვოვანი მცენარეების გარდა, დაგხვდებათ მრავალი კლასიკური და გამორჩეული გასართობი ატრაქციონები. თუ ოჯახთან ერთად ამ ადგილის მონახულებას გადაწყვეტთ, თქვენც და პატარებიც სასიამოვნო დროს გაატარებთ.

პრომეთეს ძეგლი

კლდოვანი პეიზაჟის ფონზე გამოსახული პრომეთე ორგანულად ერწყმის გარემოს და თქვენ წინაშე საოცარი სანახაობა იშლება. ბერძნული მითოსის გმირის ქანდაკება, რომელიც დევი ხმალაძეს ეკუთვნის ანტიკური ტრადიციების თანამედროვე გააზრების ნიმუშია. შიშველი ტიტანის უკან ლითონის ფონია, რომელიც კლდეს ერწყმის. მასზე დეკორატიულად გადაწყვეტილი სიმბოლოებია, რომლებიც კაცობრიობის განვითარების ოთხ ეტაპს ასახავს.

იფრინოთ პარაპლანით 

ბაკურიანში წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იფრინოთ პარაპლანით. აქ თქვენ წინ გადაიშლება ალპური ბუნების ულამაზესი ხედები, რომელიც შეგიძლიათ ერთ კადრში აღბეჭდოთ. მიდამოების თვალიერება და სამყაროს ზემოდან ცქერა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გჩუქნით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.   

იხილოთ ოთხი სეზონის განსხვავებული სახე

ბაკურიანი თავისი მრავალფეროვანი ბუნებით და მიკროკლიმატით გამოირჩევა, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე განსხვავებულ შეგრძნებებს გთავაზობთ.

ბაკურიანი

ზაფხულში შეგიძლიათ:  

  • მოაწყოთ ლაშქრობა;
  • ისეირნოთ ცხენით;
  • მოაწყოთ ველო ტური;
  • ბუნებაში მოაწყოთ პიკნიკი;
  • ან უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და დატკბეთ ბუნებით. 

ზამთარში შეგიძლიათ:

  • თხილამურებით სრიალი;
  • სნოუბორდი;
  • ფრირაიდი;
  • ზამთრის ლაშქრობა;
  • თოვლიანი ფეხსაცმლის ტური;
  • ტობოგანი.
Facebook

მსგავსი სიახლეები

2023, თებერვალი 13

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
2023, იანვარი 11

გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე

პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა
2022, დეკემბერი 15

რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში?

ახალი წელი - ეს ჯადოსნური დღესასწაულია, რომლსაც ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება და ცდილობს საკუთარ თავს მაგიური მომენტი შეუქმნას განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში