ბლოგი

2022 სექტემბერი 01

რატომ უნდა დაისვენოთ ფიჭვნარში?

ადამიანების უმეტესობას გამუდმებით სტრესსა და დაძაბულობაში უწევს ცხოვრება, რომელიც ერფეროვან და მოსაბეზრებელ რეალობას ემსგავსება. სწორედ ამიტომ, ადამიანები ცდილობენ, ქალაქგარეთ წავიდნენ და ბუნებაში უფრო მეტი დრო გაატარონ, რათა დადებითი ემოციით აივსონ. ბაკურიანი სწორედ ასეთი ადგილია, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წასვლა და ჯანსაღ გარემოში ახალი თავგადასავლების შექმნა. ის არამხოლოდ სათხილამურო კურორტია, არამედ გამოირჩევა საოცარი ფიჭვნარით, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ფიჭვი უნიკალური წიწვოვანი მცენარეა, რომლის მნიშვნელობას მთელ მსოფლიოში აღიარებენ. ჩინეთსა და იაპონიაში ის მარადიულობის, მცირე აზიაში ნაყოფიერების, ფინეთში - სიცოცხლის, ხოლო კორეელებისთვის ერთგულების სიმბოლოა. ექიმები ხშირად უწევენ რეკომენდაციას ფიჭვნარში დასვენებას, რადგან მას სამკურნალო თვისებები აქვს. 

ნაძვნარი

წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ფიჭვნარის შესახებ: 

  • წიწვნარში ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 300-მდე ბაქტერიაა, ანუ ჰაერი აქ, პრაქტიკულად, სტერილურია; 
  • ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიებს, შესაბამისად ჰაერი უფრო სუფთაა. ფოთლოვანი ხეები დღე-ღამეში 2 კილოგრამამდე, ხოლო წიწვოვანები - 5 კილოგრამ ფიტონციდებს აფრქვევენ;
  • ფიჭვი შეიცავს ეთერის ზეთს სკიპიდარს, ასკორბინის მჟავას, სახამებელს, ფისებს, B1, B2 და P ვიტამინებს. გააჩნია ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი თვისებები. ისინი გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს;
  • ფიჭვის წიწვები C ვიტამინის მდიდარი წყაროა. წიწვის აბაზანები მატონიზებელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მისი ნაყენი კი ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს ადამიანს; 
  • ფიჭვნარში დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, რადგან დაავადების სამკურნალოდ იყენებენ წიწვოვანი ხეების მტვრის სპირტიან ნაყენს;
  • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ ხმარობენ ფიჭვის კვირტების ნახარშს, ასევე მის ნაყენს ინჰალაციის სახით;
  • ფიჭვის მტვერი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთების და ასთმური დაავადებების სამკურნალოდ. უნიკალური თვისებების გამო, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს  გულსისხლძარღვთა სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას, ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს, სხვადასხვა ბაქტერიებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
Facebook

მსგავსი სიახლეები

2023, თებერვალი 13

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
2023, იანვარი 11

გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე

პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა
2022, დეკემბერი 15

რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში?

ახალი წელი - ეს ჯადოსნური დღესასწაულია, რომლსაც ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება და ცდილობს საკუთარ თავს მაგიური მომენტი შეუქმნას განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში