ბლოგი

გრილი ზაფხული ბაკურიანში
ქალაქის გაუსაძლისი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს , რომელთაგან ზაფხულის ბაკურიანი გაგრილების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
შუადღით 10 – 12 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს.
ბავშებისთვის გართობის ძირითადი საშუალება ცენტრალური პარკის მარტივი ატრაქციონები და სათამაშოებია. უფრო მოზრდილებისთვის კვადროციკლები, ცხენები და ტროსზე დაშვება.
იქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ვიწროლიანდაგის მატარებელი, ისტორიული “კუკუშკა”
კუკუშკით ბორჯომამდე მგზავრობა ულამაზესი სანახაობაა.
არანაკლებ შთამბეჭდავია და სასიამოვნო გასეირნება დიდველის სამეტაპიან საბაგირო გზაზე. ქვედა სასდგური და შესაბამისად ასვლა იწყება ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. ამ მონაკვეთზე ასვლა ხდება დახურული კაბინებით, შესაბამისად ხარისხიანი ფოტოების გადაღება რთულია. თუმცა კაბინის შავად შეფერილი ფანჯრები ხელს არ შეგიშლით ხედებით ტკბობაში. პირველი ეტაპის ზედა სადგურში, რომელიც ზღვის დონიდან 2160 მეტრზე მდებარეობს მოწყობილია კაფე-ბარი, ისმის მუსიკა და ბევრი ამ ადგილს სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და მთის რუჯის მისაღებად იყენებს.
აქვე არის მოწყობილი ,,მთის ციგა” – ტობოგანი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა და პირველია ამიერკავკასია
ში. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას – 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. მისწრებაა ექსტრიმის მოყვარულთათვის.
ბაკურიანის საბაგირო არანაკლები ექსტრიმია დიდველის საბაგირო გზის მეორე ეტაპი, რომლელზეც გადაადგილება ღია ტიპის გონდოლებით ხორციელდება. ამ ეტაპზე ასვლა-ჩამოსვლის ღირებულება 5 ლარს შეადგენს.
აქედან კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხედები იშლება, ტემპერატურა და ჰაერი კი წარმოუდგენლად განსხვავებული, ისეთი შტაბეჭდილება იქმნება, რომ საერთოდ სხვა განზომილებაში ხვდები. ამ საბაგიროს ზედა სადგური ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. აქვე იწყება დიდველის საბაგიროს მესამე ეტაპი – ფუნიკულიორი. ფუნიკულიორის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ ზღვის დონიდან 2702 მეტრზე ახვიდეთ და სამყაროს ზემოდან გადმოხედოთ.
წყარო: www.memogzauri.com
მსგავსი სიახლეები

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა