ბლოგი

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ბაკურიანს
გარემო, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვიმყოფებით, გვიქმნის ერთგვარი რუტინის განცდას, რომელიც ნელ-ნელა ერთფეროვან და მოსაბეზრებელ რეალობას ემსგავსება. დღეს ყველა ვცდილობთ ვიპოვით სივრცე სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, დავტკბებით ყოველი წამით და ბუნებაში უფრო მეტ დროს გავატარებთ. თუ ასეთ ადგილს ეძებთ ბაკურიანი თქვენთვის ნამდვილი სამოთხე იქნება. ეს ადგილი იდეალურია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. ბაკურიანში ჩასვლა წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ასე რომ მოემზადეთ დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის.
თოვლი, თოვლი და თოვლი
ბაკურიანი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სამთო კურორტად საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში მოქმედი სათხილამურო ტრასებით: დიდველი, 25-მეტრიანი ტრასა დამწყებებისათვის, კოხტა გორა, მიტარბი, ტატრა, რომელთა საერთო სიგრძე 18 კმ.-ია. ყველაზე მაღალი ფერდობის სიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრია. ზამთარში უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი სტუმრობს ამ ადგილს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ბაკურიანი მხოლოდ სრიალის მოყვარულთათვის არ შემოიფარგლება აქ დარჩენის უამრავი მიზეზი არსებობს. თოვლით გადაპენტილი წიწვოვანი ტყე, უამრავი დამსვენებელი, ბევრი მხიარულება და ღონისძიება ბაკურიანში დასასვენებლად იდეალურ ადგილს შეგიქმნით.
ალპური ბუნება
ბაკურიანის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის წიწვოვანი ტყე, რომელიც გვიან გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას. ფიჭვის და ნაძვების ყვავილობის დროს, ბაკურიანის ჰაერს გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. მაისის თვეში ფიჭვის ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც მომწიფების შემდეგ იმტვერებიან და ახდენენ განაყოფიერებას. სწორედ ეს მტვერი ატარებს სამკურნალო თვისებას და კარგია ხველის, ბრონქიტის, ფარინგიტის, გრიპის სამკურნალოდ. მტვერის მიღება რეკომენდირებულია გაზაფხულზე, რადგან იმუნიტეტის ასამაღლებლად კარგი საშუალებაა.
ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა
ბაკურიანი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება და ულტრაიისფერი სხივების მაღალი აქტივობა არის ის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები, რომლებიც სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი თუ საშუალო ფორმები. ბაკურიანში დასვენებას პედიატრებიც უწევენ რეკომენდაციას. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან ან აქვთ ასთმა და ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები.
გართობის უამრავი საშუალება
ბაკურიანი ნებისმიერი სეზონის განმავლობაში უამრავ გასართობ საშუალებას გთავაზობთ.
ზაფხულის სეზონზე შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობა, იჯირითოთ ცხენით, დაგეგმოთ ველო მარშუტები. ხოლო ზამთრის ძირითადი აქტივობებია : თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, ფრირაიდი, ზამთრის ლაშქრობა და ტობოგანი. ასე რომ არჩევანი თქვენზეა, ეწვიეთ ბაკურიანს და საკუთარ თავზე გამოცადე ან საოცარი ადგილის მაგიური და ამავდროულად მშვიდი ატმოსფერო.
მსგავსი სიახლეები

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა