ბლოგი

რატომ უნდა დავისვენოთ ბუნებაში?
დღეს ადამიანების უმეტესობა გამუდმებით სტრესსა და დაძაბულობაში უწევს ცხოვრება სწორედ ამიტომ, დღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური ხდება ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
თანამედროვე ადამიანს დღეს ხელოვნურ გარემოში უწევს ცხოვრება, ბეტონის, ფოლადის, პლასტიკისა და მინისგან შეემდგარი გარემო, გამონაბოლქვით სავსე ქალაქი, სწრაფი კვების ობიექტები, ეს ყველაფერი იწვევს სტრესს, დაძაბულობას და უამრავ პათოლოგიას. სწორედ ამიტომ დღეს თითოეული ადამიანისთვის აუცილებელია ცოტახნით მაინც მოშორდეს ამ დამრთგუნველ გარემოს და ავივსოს ახალი ენერგიით და დადებითი განწყობით. ამისათვის კი, ყველაზე კარგი საშუალება, ბუნებაში დროის გატარებაა.
უამრავმა კვლევამ დაადგინა, რომ მთის ჰავა (ზღვის დონიდან დაახლოებით 2,5 ათას მეტრ სიმაღლეზე) განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, რის გამოც სისხლის, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიებით, აგრეთვე ტუბერკულოზით დაავადებულებს ექიმები, როგორც წესი, მთაში დასვენებას ურჩევენ.
მთის ჰავის ერთ-ერთ სასიკეთოდ მოქმედ ფაქტორს წარმოადგენს მზის მაღალი ინტენსივობის გამოსხივება, განსაკუთრებით - ულტრაიისფერი. ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება ასუსტებს ამ დაავადების დერმატოლოგიურ (კანის) გამოვლინებებს.
ცალკე აღსანიშნავია მთის ჰაერის აეროქიმიური შედგენილობა ტერპენების, ფიტონციდებისა და სხვა იმ ნივთიერებათა მნიშვნელოვანი კონცენტრაციით, რომელსაც მთებში არსებული ხებუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეულობა გამოყოფს.
მთის ჰავის ყველა ჩამოთვლილი სამკურნალო თვისება წარმატებით გამოიყენება სანატორიულ-კურორტულ პრაქტიკაში.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ის დამიანები, რომლებიც მწვანე საფართან (პარკებთან) და ტყესთან ახლოს ცხოვრობენ, ნაკლებად განიცდიან სტრესს და დეპრესიას.
მსგავსი სიახლეები

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა