ბლოგი

2022 აპრილი 10

ტურიზმი და უძრავი ქონება

დღეს ტურიზმი და უძრავი ქონება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორებია​. 

განვითარებული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული მომსახურების სფერო, დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი, მიმზიდველი ბუნება და მრავალფეროვანი კლიმატური პირობები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას.

​ამჟამად საქართველოს მასშტაბით ხუთი აეროპორტი ფუნქციონირებს რაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვაზე.  

რა უპირატესობა აქვს საკურორტო ზონაში მდებარე უძრავ ქონებაში ინვესტიციას?

უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ღირებული ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაც ადამიანს შეუძლია. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ბინების ფასიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ადგილებში ფიქსირდება.

ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია, სწორედ ამიტომ აქ უძრავ ქონებაზე ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა. ყოველ სეზონზე ხელმისაწვდომობა და ტურისტების დიდი ნაკადი ბაკურიანში მდებარე პროექტებს სარფიან ინვესტიციად გარდაქმნის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დეველოპერებმა შექმნეს უძრავი ქონების სრულიად ახალი ტიპი - 3 სართულიანი კოტეჯები, რომელიც ორი კონცეფციის - საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ერთგვარი შერწყმაა. ეს არის თქვენი სახლი კურორტზე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. განვითარებულ ქვეყნებში კოტეჯების სისტემა კარგად განვითრებული და აპრობირებულია.  

რას გთავაზობთ Didveli inn-ი

ადამიანებისთვის კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანა იყო. ჩატარებულმა კვლევამ საშუალება მოგვცა გაგვეზომა მოთხოვნა მცირე ზომის აპარტამენტებსა და დიდი ზომის კოტეჯებს შორის, ასევე ფასის რენტაბელურობა და დატვირთვა მოთხოვნის შესაბამისად აქტიურ სეზონებზე. სწორედ ამიტომ ავაშენეთ ოჯახებზე და დიდ სამეგობრო ჯგუფებზე გათვლი კოტეჯები დახურული ინფრასტრუქტურით. 

დიდველის სასრიალო ტრასებთან 300 მეტრში მაღალი ხარისხის, კომფორტულ და მომხმარებელზე ორიენტირებული სასტუმროს ტიპის 3 -სართულიანი კოტეჯები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საინჟინრო-არქიტექტურული კონცეფციითა და გამორჩეული, ბუნებასთან შერწყმული დიზაინით.

სამივე სართულის დაგეგმარება მომხმარებლის მოთხოვნებზე და კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენთან ნებისმიერი ასაკის მაცხოვრებელი თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს.

Didveli inn- ის კოტეჯები თქვენ ჩაგბარდებათ:

  • მწვანე რემონტით- ყველა კოტეჯი ბარდება დასრულებული და საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი რემონტით;
  • ტექნიკით- სამზარეულოში დაგხვდებათ: გამწოვი, ღუმელი, ჭურჭლის და სარეცხის მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, ტელევიზორი;
  • ეზოთი- ყველა კოტეჯს აქვს 200კმ.მ.-მდე ეზო, საიდანაც იშლება ბაკურიანის მთების ულამაზესი ხედები.

Facebook

მსგავსი სიახლეები

2022, აგვისტო 10

გრილი ზაფხული ბაკურიანში

ქალაქის გაუსაძლისი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს , რომელთაგან ზაფხულის ბაკურიანი გაგრილების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია განაგრძე კითხვა
2022, ივლისი 15

3 ფაქტი ბაკურიანზე, რომელიც უნდა იცოდეთ

ბაკურიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის და ალპური ბუნების ჰარმონიული შერწყმის თვალსაჩინო მაგალითია განაგრძე კითხვა
2022, ივნისი 09

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ბაკურიანს

გარემო, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვიმყოფებით, გვიქმნის ერთგვარი რუტინის განცდას, რომელიც ნელ-ნელა განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში