ბლოგი

2022 მარტი 01

სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდება

თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება საბერძნეთში, 2018 წლის 17 მაისს გამართულ კონგრესზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მიიღო. ჩემპიონატის საქართველოში გამართვაზე, ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში წარადგინა.

„გუდაურს ან ბაკურიანს ვფიქრობდით ჩემპიონატის ადგილად. რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები გვაკლია, რომლის განხორციელებასაც 2023 წლამდე თავისუფლად მოვასწრებთ. გვყავდა კონკურენტები - შვეიცარია და ფინეთი, თუმცა ჩვენ ვართ ახალი აღმოჩენა", - განაცხადა საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა.

"მოეწყობა 3 ახალი სასრიალო ტრასა, ხელოვნური ტბები და სხვა. უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანს და ჩვენს მოსახლეობას დარჩება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

16-17 თებერვალს, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც ქართველი, ავსტრიელი, ჩეხი, სლოვაკი, ყაზახი და ავსტრალიელი მოთხილამურეები მონაწილეობნენ. სკი კროსის საერთაშორისო შეჯიბრი საქართველოში პირველად ჩატარდა.

ზამთრის კურორტების ინსპექტირების მიზნით, საქართველოს რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტი ჯონ ფიტჯერალდიც ეწვია, რომელმაც გუდაურისა და ბაკურიანის დათვალიერების შემდეგ, საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების პერსპექტივები დადებითად შეაფასა.

Facebook

მსგავსი სიახლეები

2022, აგვისტო 10

გრილი ზაფხული ბაკურიანში

ქალაქის გაუსაძლისი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს , რომელთაგან ზაფხულის ბაკურიანი გაგრილების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია განაგრძე კითხვა
2022, ივლისი 15

3 ფაქტი ბაკურიანზე, რომელიც უნდა იცოდეთ

ბაკურიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის და ალპური ბუნების ჰარმონიული შერწყმის თვალსაჩინო მაგალითია განაგრძე კითხვა
2022, ივნისი 09

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ბაკურიანს

გარემო, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვიმყოფებით, გვიქმნის ერთგვარი რუტინის განცდას, რომელიც ნელ-ნელა განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში