ბლოგი

2022 იანვარი 20

რატომ ბაკურიანი - შენი მომგებიანი ინვესტიცია მომავალში!

ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის ნაპირას. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ბორჯომიდან 30 კმ. - ის, ხოლო თბილისიდან 205 კმ. - ის დაშორებით მდებარეობს.  
მისი უნიკალური ბუნების და ადგილმდებარეობის გამო დღეს ის ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. 
ბაკურიანი იდეალური ადგილია არა მხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის   ნამდვილი აღმოჩენაა სამთო სპორტისა და მრავალფეროვანი ბუნების მოყვარულებისათვის. 

რატომ არის ბაკურიანის უძრავ ქონებაში ინვესტიცია მომგებიანი?!

უნიკალური ბუნებისა და მდებარეობის გამო აქ უძრავ ქონებაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ყოველ სეზონზე აქტუალობა და ტურისტების (როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო) დიდი ნაკადი ბაკურიანში მდებარე პროექტებს სარფიან ინვესტიციად გარდაქმნის. 

ბაკურიანში აპარტამენტის შეძენა მომგებიანია შემდეგი უპირატესობების გამო:

გამორჩეული ინფრასტრუქტურა
ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი სამთო-სათხილამური კურორტია, რომელიც​ გამოირჩევა მაღალი დონის სათხილამურო ტრასების მრავალფეროვნებით, მაღაზიებით, რესტორნებით, ბარებითა და სასტუმროებით.

სწრაფი უკუგება
საცხოვრებელი ფართის შეძენა განსაკუთრებით რენტაბელურია მისი სწრაფი ამონაგების გამო.  ინვესტორს შეუძლია იჯარიდან მიიღოს წლიური 10-15%-იანი სარგებელი.

დაბალი ფასები და მზარდი პოტენციალი
მოცემულ მომენტში აპარტამენტების შეძენაბ ბაკურიანში გაცილებით დაბალი ფასითარის შესაძლებელი, ვიდრე დიდ ქალაქებში. ასევე აქ სწრაფად ვითარდება ინფრასტრუქტურა რის გამოც, უძრავი ქონების შეძენა უფრო და უფრო მომგებიანი ხდება.

ტურისტების მრავაფლეროვნება:
ბაკურიანში კურორტის  გამაჯანსაღებელი თვისებების გამო  ტურიზმი არ არის დამოკიდებული მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე, საკმაოდ აქტიურია შიდა ტურიზმის მოთხოვნა ბაკურიანზე ოთხივე სეზონზე, რაც საშუალებას მოგცემთ დაიბრუნოთ საკუთარი ინვესტიცია 5-7 წლის განმავლობაში.

დადებითი ბიზნესგარემო
ბაკურიანი ინვესტიციებზეა ორიენტირებული, ამიტომაც ის კერძო ინვესტორებს და ბიზნესს გაფორმების მარტივ პირობებს, ფორმალობების მინიმუმს და კორუფციისგან დაცულობას სთავაზობს.

ინფლაციისგან დაზღვევა
ცნობილი ფაქტია, რომ თუ ქვეყანაში ფასები იზრდება, იზრდება უძრავი ქონებისა და მისი გაქირავებიდან შემომავალი ფასიც. შესაბამისად, ბინის მფლობელი დაცულია ინფლაციის როგორც მოულოდნელი, ასევე გრძელვადიანი ეფექტებისგან.

საიმედოობა და უსაფრთხოება
უცხოელ ინვესტორს  საქართველოში უძრავი ქონების უპირობო ფლობის უფლებით შეძენა და მისი განკარგვის იგივე უფლება აქვს რაც საქართველოს მოქალაქეებს.

დაბალი გადასახადები
უძრავი ქონების გადასახადს არ იხდის პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ქვეყანაში, როგორც გადასახადების გადამხდელი.

მეტი შესაძლებლობები
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უძრავი ქონება, შემდეგში ის გააქირავოთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ასევე შეიძინოთ სხვა უძრავი ქონება და ისიც გააქირავოთ. ამ პრინციპით სვლა დიდ სირთულეებს არ წარმოადგენს. ეს უკვე აპრობირებული მეთოდია.

ბაკურიანში ინვესტირება მომგებიანია როგორც კერძო ინვესტორებისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც, რადგან  რეგიონი ახლა იწყებს განვითარებას, ზრდას და ამიტომაც აქ საცხოვრებელ ფართების ფასი ყოველწლიურად სტაბილურად მატულობს.

ადგილი, რომელსაც სეზონი არ აქვს

ბაკურიანის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის წიწვოვანი ტყე, რომელიც ყვავილობას გვიან გაზაფხულზე იწყებს. ფიჭვის და ნაძვების ყვავილობის დროს, ბაკურიანის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. მაისის თვეში ფიჭვის ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც მომწიფების შემდეგ იმტვერებიან და ახდენენ განაყოფიერებას. სწორედ ეს მტვერი ატარებს უამრავ სამკურნალო თვისებას. გამოიყენება ხველის, ბრონქიტის, ფარინგიტის, გრიპის სამკურნალოდ.  რეკომენდირებულია მტვერის მიღება პროფილაქტიკის მიზნით, გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.

კურორტი ბაკურიანი ცნობილია უნიკალური ბოტანიკური ბაღით, რომელიც 1910 წელს დაარსდა და მაღალმთიანი კავკასიის ალპურ მცენარეთა სრულ უმრავლესობას წარმოაჩენს.

კოხტის მიტარბისა და დიდველის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 29.1 კმ.-ს შეადგენს. ბაკურიანში 23 სხვადასხვა სირთულის გზა, 8 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის, დამწყებიდან ვეტერანამდე. ფერდობების 11%-ს გააჩნია ხელოვნური თოვლით უზრუნველყოფა, რაც კურორტის სასრიალო გრების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას  განაპირობებს. 

ყველა ამ განსაკუთრებული ბუნებრივი  სიმდიდრის გამო დღეს ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. 

ტურისტული ნაკადები 

როგორც უკვე აღინიშნა დღეს ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა, რომელსაც ტურისტები ყველა სეზონზე სტუმრობენ.
ის ყველა სეზონზე ინარჩუნებს მიმზიდველობასა და აქტუალურობას, რადგან აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის ინტერესის სფეროს, იქნება ეს ექსტრემალური გართობა თუ მშვიდი ოჯახური დასვენება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ სამცხე ჯავახეთის რეგიონი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ რეგიონს წარმოადგენს- ბაკურიანი კი ამ რეგიონის მთავარი ცენტრია.
სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველწლიურად ბაკურიანში დამსვენებელთა რაოდენობა თანდათან იზრდება. აქედან გამომდინარე იზრდება მოთხოვნა და ფასები უძრავ ქონებაზეც, რადგან უკვე ბაკურიანში უძრავი ქონების ფლობა სანდო და მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს.

რას გთავაზობთ Didveli inn-ი 

ადამიანებისთვის კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანა იყო. ჩატარებულმა კვლევამ საშუალება მოგვცა გაგვეზომა მოთხოვნა მცირე ზომის აპარტამენტებსა და დიდი ზომის კოტეჯებს შორის, ასევე ფასის რენტაბელურობა და დატვირთვა მოთხოვნის შესაბამისად აქტიურ სეზონებზე. სწორედ ამიტომ ავაშენეთ ოჯახებზე და დიდ სამეგობრო ჯგუფებზე გათვლი კოტეჯები დახურული ინფრასტრუქტურით. 

დიდველის სასრიალო ტრასებთან 300 მეტრში მაღალი ხარისხის, კომფორტულ და მომხმარებელზე ორიენტირებული სასტუმროს ტიპის 3 -სართულიანი კოტეჯები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საინჟინრო-არქიტექტურული კონცეფციითა და გამორჩეული, ბუნებასთან შერწყმული დიზაინით.

სამივე სართულის დაგეგმარება მომხმარებლის მოთხოვნებზე და კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენთან ნებისმიერი ასაკის მაცხოვრებელი თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს.

Didveli inn- ის კოტეჯები თქვენ ჩაგბარდებათ:

  • მწვანე რემონტით- ყველა კოტეჯი ბარდება დასრულებული და საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი რემონტით;
  • ტექნიკით- სამზარეულოში დაგხვდებათ: გამწოვი, ღუმელი, ჭურჭლის და სარეცხის მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, ტელევიზორი;
  • ეზოთი- ყველა კოტეჯს აქვს 200კმ.მ.-მდე ეზო, საიდანაც იშლება ბაკურიანის მთების ულამაზესი ხედები.

Didveli inn- ი ეს არის: 

  • მშენებლობის თანამედროვე სტანდარტები;
  • იზოლირებული, მშვიდი და უსაფრთხო გარემო; 
  • თანამედროვე სტილი და დახვეწილი დიზაინი;  
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი კოტეჯები;
  • ინდივიდუალური ეზოები;
  • ულამაზესი ხედები ბაკურიანის მთებზე;
  • და ადგილი, რომელიც თქვენ გელოდებათ!..

Didveli inn- ი  ადგილი, რომელსაც მხოლოდ  შენ  აკლიხარ

Facebook

მსგავსი სიახლეები

2022, აგვისტო 10

გრილი ზაფხული ბაკურიანში

ქალაქის გაუსაძლისი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს , რომელთაგან ზაფხულის ბაკურიანი გაგრილების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია განაგრძე კითხვა
2022, ივლისი 15

3 ფაქტი ბაკურიანზე, რომელიც უნდა იცოდეთ

ბაკურიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის და ალპური ბუნების ჰარმონიული შერწყმის თვალსაჩინო მაგალითია განაგრძე კითხვა
2022, ივნისი 09

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ბაკურიანს

გარემო, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვიმყოფებით, გვიქმნის ერთგვარი რუტინის განცდას, რომელიც ნელ-ნელა განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში