ბლოგი

2021 დეკემბერი 01

სად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. როდესაც მასზე ფიქრს ვიწყებთ, პირველ რიგში დათოვლილი მთები, ნაძვები, ბუხარი და ახალი, ფუმფულა თოვლი გვახსენდება.  

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი წლის შესახვედრად ერთ-ერთი ხალხმრავალი ზამთრის კურორტია. ახალ წელს ბაკურიანში დათოვლილი სასრიალო ტრასებითა და სასტუმროებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებით აღნიშნავენ. ბაკურიანი განსხვავებით სხვა კურორტებისა, უამრავ აქტივობას სთავაზობს თავის დამსვენებელს.

რატომ ბაკურიანი? თუ ახალ წელს გსურთ ოჯახურ ან მეგობრულ გარემოში შეხვდეთ, გიყვართ თოვლი და გართობა, ბაკურიანში ახალი წელი კარგი არჩევანია. საახალწლოდ მორთული ბაკურიანი ოჯახური დასვენებისთვის მშვენიერი ადგილია. უამრავი სახის გასართობის საშუალება არსებობს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. თუ დასვენებას ბავშვებთან ერთად აპირებთ, ბაკურიანში მათთვისაც არის გასართობი პარკები, ყინულის მოედანი, ციგები თუ თხილამურები. აქ დაგხვდებათ ზღაპრული გარემო, რომელიც დაუვიწყარ, ლამაზ მოგონებებს შეგიქმნით. ბაკურიანი თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და ტრანსპორტირების უამრავი გზა არსბეობს. ამიტომ თუ დროში შეზღუდულები ხართ და ზამთრის კურორტზე გსურთ ახალი წლის აღნიშვნა ბაკურიანში იდეალური არჩევანია. 

Facebook

მსგავსი სიახლეები

2023, თებერვალი 13

მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
2023, იანვარი 11

გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე

პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა
2022, დეკემბერი 15

რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში?

ახალი წელი - ეს ჯადოსნური დღესასწაულია, რომლსაც ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება და ცდილობს საკუთარ თავს მაგიური მომენტი შეუქმნას განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში