ბლოგი

2021 ნოემბერი 04

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად?

აღიარებული ფაქტია, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის ახდენს. ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოაქვს ორსულებისთვის, მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის. რისკ-ფაქტორია არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებებისთვის, როგორიცაა ასთმა და ქრონიკული ბრონქიტუი, არამედ, ასევე დაკავშირებულია ბავშვებში ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების პათოლოგიასთან, აგრეთვე დიაბეტთან. 

ეკოლოგები და გარემოს დამცველები თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ჰაერის ხარისხს საგანგაშოდ აცხადებენ. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად მიზეზად  ავტოტრანსპორტი საშუალებების სიმრავლეა.

ადამიანისთვის და უფრო მეტად ბავშვებისთვის  სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება  ჯანმრთელი ზრდა-განვითარებისთვის  მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სუფთა ჰაერი და მზის სხივები აძლიერებს ჩვენ ორგანიზმს და იცავს მას დაავადებებისგან. სუფთა ჰაერზე გასეირნება აძლიერებს ბავშვის მადას და მის ნერვულ სისტემას, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ძილი უფრო მშვიდი და ღრმა ხდება, ტემპერატურის ცვალებადობა ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას. ბავშვი, რომელიც მიჩვეულია ზაფხულშიც და ზამთარშიც გასეირნებას, იშვიათად ცივდება.

 

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად?

პედიატრები ამბობენ, რომ ბავშვებისთვი დასვენება და ჰაერის შეცვლა აუცილებელია: სუფთა ჰაერი ყველა ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა – ფილტვებს ალერგენებისა და მტვრისგან ასუფთავებს, აუმჯობესებს ზედა სასუნთქი მილების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, სეირნობისა და თამაშის დროს ენერგიის ხარჯვა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემისთვის. სუფთა ჰაერთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მზის სხივების ზემოქმედებასაც, რადგან მათი ზემოქმედების დროს კანში D ვიტამინი გამოიყოფა, მისმა ნაკლებობამ კი შეიძლება რაქიტი გამოიწვიოს. მეტიც, ექიმები გეტყვიან, რომ სუფთა ჰაერი ბავშვის ტვინის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია.
მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია  მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. ამ მხრივ კურორტებიდან ყველაზე აქტუალური სწორედ ბაკურიანია, მისი უპირატესობაა მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია, ასევე მას გარს არტყავს ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა. 
ბორჯომის ხეობაში მდებარე ეს ადგილი ოთხივე სეზონზე იზიდავს დამსვენებელს და ყველა სეზონზე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

Facebook

მსგავსი სიახლეები

2021, დეკემბერი 01

სად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. როდესაც განაგრძე კითხვა
2021, ოქტომბერი 07

რატომ ბაკურიანი

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. განაგრძე კითხვა
2021, სექტემბერი 20

ფიჭვის მტვერი - ბუნების ერთ-ერთი საჩუქარი

ფიჭვის მტვერი ფლობს ძლიერ მასტიმულირებელ და მატონიზირებელ თვისებებს. განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში