ბლოგი

2021 ოქტომბერი 07

რატომ ბაკურიანი

ბაკურიანი  კურორტებს შორის  ყველაზე ძველია საქართველოში, ის  1935 წელს გაიხსნა -  როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, მაგრამ მისი უნიკალური ბუნების და ადგილმდებარეობის გამო დღეს  ის  ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. 

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის   ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. 

ბაკურიანში დამსვენებლებს ჩასვლა  წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, სწორედ ამიტომ აქ უძრავ ქონებაზე ყოველთვის მუდმივი მოთხოვნაა. ყოველ სეზონზე ხელმისაწვდომობა და ტურისტების დიდი ნაკადი ბაკურიანში მდებარე უძრავ ქონებას  სარფიან ინვესტიციად გარდაქმნის.  

Didveli inn  თანამედროვე სტანდარტების, მშვიდი და უსაფრთხო დასახლებაა, რომელიც ბაკურიანში დიდველის სათხილამურო ტრასასთან  მდებარეობს.

იზოლირებული, სრულიად უსაფრთხო და კეთილმოწყობილი 7 000 კვადრატულ მეტრზე  აშენებული  18 თანამედროვე სტილის და დახვეწილი დიზაინის კოტეჯი.   

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ეზოებით  ყველა მხრიდან გადაჰყურებს ულამაზეს ხედებს ბაკურიანის მთებზე.

რაგ გთავაზობთ ჩვენი პროექტი:

  • ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის მასალებით აშენებული კოტეჯებს;
  • ორ ავტომობილზე გათვლილი ინდივიდუალური ეზოს პარკინგს;
  • კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და ადაპტირებული გარემო ბავშვებისთვის;
  • რემონტის სრული პაკეტი-  დასრულებული და საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი საცხოვრებელი სივრცეს, აღჭურვილს ავეჯითა და ტექნიკით;
  • ინდივიდუალური ეზოს- განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ დამსვენებელთათვის, ვინც ,,დიდველი ინნ’’- ს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სტუმრობს!;
  • ლაუნჯ სივრცე სამაგიდო თამაშებით, მუსიკალური ცენტრით,  X-box, ტელევიზორით, კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით დს პროექტორით;
  • მითინგ-რუმს- პრეზენტაციის, ინტერვიუს, ტრენინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისათვის.

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტებიც ვითარდება და რაც მთავარია იქცევს ტურისტების ყურადღებას. მეტი და მეტი ადამიანი ჩამოდის სათხილამუროდ საქართველოში, რადგან ის სხვა შესაძლო სამთო-სათხილამურო კურტორტებთან შედარებით იაფია, ხოლო სათხილამურო ინფრასტრუქტურა კი წლების განმავლობაში ვითარდება, იზრდება და უთანაბრდება ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტების ხარისხს. უცხოურ სტატიებში, რომლებიც უცხოელებს საქართველოს შესახებ მოუთხრობს და აცნობს დასასვენებელ ადგილებს, სამთო-სათხილამურო კურორტები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბაკურიანში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში ინვესტიციის ამოღებას დაახლოებით 6-10 წელიწადში შეძლებთ. 

Facebook

მსგავსი სიახლეები

2021, დეკემბერი 01

სად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. როდესაც განაგრძე კითხვა
2021, ნოემბერი 04

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად?

ადამიანისთვის და უფრო მეტად ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება ჯანმრთელი ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. განაგრძე კითხვა
2021, სექტემბერი 20

ფიჭვის მტვერი - ბუნების ერთ-ერთი საჩუქარი

ფიჭვის მტვერი ფლობს ძლიერ მასტიმულირებელ და მატონიზირებელ თვისებებს. განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში