ბლოგი

2021 სექტემბერი
20
Facebook
ფიჭვის მტვერი - ბუნების ერთ-ერთი საჩუქარი
ფიჭვის მტვერი ბუნების ერთ-ერთი საჩუქარია. იგი გამოიყოფა ფიჭვის გირჩის ყვავილობისას. ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც მომწიფების შემდეგ იწყებენ დამტვერვას და განაყოფიერებას. ეს მტვერი სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება , ის განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ფიჭვის მტვერი ფლობს ძლიერ მასტიმულირებელ და მატონიზირებელ თვისებებს.
მტვრის თვისებები აძლიერებს ორგანიზმს, რაც გამოწვეულია მასში აღმოჩენილი ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობით, რომლებსაც მიეკუთვნება შემდეგი შენაერთები:
- იმუნოსტიმულატორები – ბუნებრივი შენაერთების წყალობით ფიჭვის მიერი პროდუქტი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს გრიპისა და სურდოს დროს;
- ანტიოქსიდანტები – ორგანიზმზე მოქმედებით, ფიჭვის მტვერი რამდენჯერმე აღემატება C და E ვიტამინების აღმდგენ ძალას;
- ვიტამინები – ფიჭვის მტვერი შეიცავს მრავალრიცხოვანი B ,C და A ჯგუფის ვიტამინებს. ეს ვიტამინები აქტიურად მონაწილეობენ კოლაგენის სინთეზში, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის კანის მდგომარეობაზე, ის ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას და კანის ჩირქოვანი ანთებითი პროცესების განვითარებას;
- ამინომჟავები – ფიჭვის მტვერი შეიცავს რამდენიმე ათეულ ამინომჟავას. ნაერთების ჰარმონიული შეთავსება ხელს უწყობს კანის გამტარობის გაუმჯობესებას, სისხლძარღვების გაფართოებას, სისხლის მიმოქცევის პროცესების აქტივაციას;
- ენზიმები (ფერმენტები) – ამ შენაერთების წყალობით ადამიანის ორგანიზმში უმჯობესდება უჯრედთაშორისი ცვლა;
- მინერალები – ფიჭვის მტვრის შემადგენლობაში შემავალ 27 სახის მიკრო და მაკროელემენტებს: რკინა, მანგანუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, სელენი, ფოსფორი;
- ანტიბიოტიკები – ისინი გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ.ანტიბიოტიკები ანელებენ მისი ჩხირების გამრავლებას და ეხმარებიან ორგანიზმს დაავადებასთან ბრძოლაში კომპლექსური მკურნალობის დროს.
ცნობისათვის: დამტვერვა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება.
წიწვოვან ტყეში, დამტვერვიის პერიოდში სეირნობისას ფიჭვის მტვერის:
- ნორმაში მოჰყავს ღვიძლის, გულისა და თავის ტვინის ფუნქციონირება;
- აღადგენს მიკროფლორას;
- აძლიერებს მადას;
- აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
- ხსნის დაღლილობას;
- ეხმარება შაქრიან დიაბეტთან, პროსტატის პრობლემებთან გამკლავებაში;
- აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს ნორმალურ მეტაბოლიზმს;
- აღადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას;
- მცირდება ქოლესტერინის რაოდენობა და მცირდება თრომბების წარმოქმნის რისკი;
- იზრდება ჰემოგლობინის შემცველობა;
- ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას თავის ტვინში საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის აქტიურად მიწოდების ხარჯზე;
- ასტიმულირებს დოფამინის (სიამოვნების ჰორმონის) საკმარისი რაოდენობით წარმოქმნას.
მსგავსი სიახლეები

2023, თებერვალი
13
მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალში საქართველოში გაიმართება განაგრძე კითხვა
2023, იანვარი
11
გამორჩეული ფაქტები კურორტ-ბაკურიანზე
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომე განაგრძე კითხვა
2022, დეკემბერი
15