ბლოგი

2021 აგვისტო 20

რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

მთა ბევრს უყვარს, შესაბამისად, ზღვის სანაპიროზე განცხრომას მთის კურორტზე დასვენებას ამჯობინებს.  გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა აქ მხოლოდ გემოვნების საკითხი როდია, მთის კურორტს განსაკუთრებული სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.

მთაში ჰაერი ყოვეთვის კრისტალურად სუფთა და თანაც ნორმაზე დაბალი სიმკვრივისაა. ამ ფაქტორთა გამოა, რომ მთაში მზის სხივები მაქსიმალურად ანეიტრალებს მავნე მიკროორგანიზმებს. დაბალი სიმკვრივის გარდა მთის ჰაერი ჟანგბადის დაბალი შემცველობითაც გამოირჩევა. მთის ჰაერში ბევრად ნაკლები ჟანგბადია,ვიდრე ზღვის სანაპიროზე არსებულში. სწორედ ეს აიძულებს ადამიანის ორგანიზმს, მის სასუნთქ, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს განსაკუთრებულ ფუნქციობას, შესაძლებლობათა გააქტიურებას, რის გამოც ერთიანად უმჯობესდება ორგანიზმის ცხოველმყოფელობა. უფრო კონკრეტულად, აქტიურდება ძვლის ტვინი, ძლიერდება იმუნური სისტემა, იზრდება ადამიანის აქტიურობა, შრომისუნარიანობა და ზოგადი თვითშეგრძნება.

​ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა შუამთის (ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრ სიმაღლეზე არსებული) ჰაერი, რომელშიც ჟანგბადის შემცველობა დაახლოებით 10 %-ია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟანგბადის დეფიციტი ორგანიზმს აიძულებს სარეზერვო ძალთა მობილიზებას, გარკვეული სისტემების ფუნქციურ გარდაქმნას. როდესაც ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის ნაკლებობაა, სპეციალური რეცეპტორები ამ ინფორმაციას მოგრძო ტვინში არსებულ სუნთქვის ცენტრს გადასცემენ, აქედან სიგნალი კუნთებს გადაეცემა, ძლიერდება გულმკერდისა და ფილტვების ფუნქცია, ხშირდება სუნთქვა, შესაბამისად, უმჯობესდება ფილტვების ვენტილაცია და სისხლის ჟანგბადით გაჯერება. ხშირდება გულისცემაც, რაც, თავის მხრივ, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. ეს კი ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების დაჩქარებას უზრუნველყოფს. ამას ხელს უწყობს სისხლში ერითროციტების (წითელი უჯრედების) გადასროლა და ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცველობის მომატება.

მთის კურორტზე ჩასვლისთანავე ადამიანი ორგანიზმის  მდგომარეობა და გუნება-განწყობა ავტომატურად უმჯობესდება.  
მთაში ბევრად ძლიერია მზის რადიაცია. ეს განპირობებულია ჰაერის გამჭვირვალობით, სიმაღლესთან ერთად სულ უფრო იკლებს ჰაერის სიმკვრივე, მასში მტვრისა და აირების შემცველობა. მზის სხივები ხოცავს უამრავ მავნე მიკროორგანიზმს, მთავარი კი ის არის, რომ მზის გამოსხივება ახდენს მთის ჰაერის იონიზებას ანუ ხელს უწყობს იონების წარმოქმნას, მათ შორის ჟანგბადისა და ოზონის.  

მთის კლიმატი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჰიპერტონიული და იშემიური, ბრონქიტითა და ბრონქული ასთმით დაავადებულებზე, ასევე მათზე, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აწუხებს.
მთის კურორტებს განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევენ ფსიქოლოგები და ბიოენერგოთერაპევტები, რადგანაც მთაში უხვადაა სამკურნალო ეფექტის მქონე ბიოველები. მობიბინე ბალახთან შერწყმული კლდოვანი და თოვლით დაფარული მწვერვალები ულამაზესი პეიზაჟები აკაჟებს, როგორც ადამიანის ორგანიზმს ასევე აუმჯობესებს მის სულიერ მდგომარეობას. 

Facebook

მსგავსი სიახლეები

2021, დეკემბერი 01

სად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. როდესაც განაგრძე კითხვა
2021, ნოემბერი 04

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად?

ადამიანისთვის და უფრო მეტად ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება ჯანმრთელი ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. განაგრძე კითხვა
2021, ოქტომბერი 07

რატომ ბაკურიანი

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში