ბლოგი

2021 მაისი 24

სამთო-სათხილამურო ტურიზმი- შექმენით ახალი მოგონებები

მთების მშვენიერება

ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც იმოგზაურეს მთებში უკვე არასდროს აღარ იქნებიან ძველებურად,  ისინი უკვე სამყროს განსხვავებულად ხედავენ. შეუძლებელია დაბრუნდე სამთო კურორტიდან და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელოთ. მთები ისევ და ისევ  გიხმობენ თავისთან და თქვენც ვერ შეძლებთ მათ თვის წინააღმდეგობის გაწევას. 

სუფთა ჰაერი

დღეს ეს უკვე ფუფუნებად ითვლება, განსაკუთრებით დიდი ქალაქის მცხოვრებთათვის. ქალაქიდან მთებში პირველად ჩასული ადამიანი ავტომატურად იგრძნობს სხვაობას, განსხვავება იმდენად დიდია, რომ ადამიანის ორგანიზმს გარკვეული დრო სჭირდება სუფთა ჟანგბადის ამ რაოდენობაზე მისაჩვევად.

ჯანსაღი სხეული

რეგულარული სრიალით თქვენი ფეხები და სხეული შესანიშნავ ფორმაში იქნება. სუფთა ჰაერი ფიზიკური დატვირთვა ეს თქვენი ჯანმრთელობის გარანტია.

თავგადასავლები

ისეირნეთ წიწვოვან ტყეებში, ისრიალეთ  თხილამურებით, იჯირითეთ, მოაწყვეთ  ლაშქრობები და მიიღეთ  მონაწილეობა ველოტურებში, გაატარონ დაუვიწყარი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ღრუბლებს ზევით

დამღლელი სამუშაოს და ხმაურიანი ქალაქის მერე - რა შეიძლება იყოს ფერდობიდან თხილამურებით ან სნოუბორდით დაშვებაზე  და ლამაზი ხედებით დატკბობაზე მშვენიერი?. განიტვირთეთ სულიერად და ემოციურად. 

ახალი ნაცნობებეი

მეგობრებთან ერთად ახალი საერთო  შთაბეჭდილებების მიღება: სრიალი, ცხენებით სეირნობა, ბუნებაში პიკნიკი, სუფთა ჰაერზე დასვენება. ასევე საშუალება გაქვთ გაიჩინოთ ახალი მეგობრები, ეს ძალიან მარტივია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთო ინტერესები გაქვთ.

სულიერი დასვენება

სულის დ სხეულის ჰარმონია. ასეთ ადგილებში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ყოველდღიურ აურზაურს, გაწმინდოთ თქვენი სული და სხეული, დაუკავშირდეთ ბუნების რიტმს და იპოვეთ შინაგანი ჰარმონია. ეს მოგონებები სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ.

ახალი სიმაღლეები

პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით.  სამთო კურორტები გამოირჩევა მრავალფეროვანი აქტივობებით მთელი ოჯახისთვის თხილამურებით სრიალი, სნოუბორდინგი, ციგით სრიალი, ცხენებით ან ფეხით სეირნობა. 

სიამოვნება

მთები  — ეს თავისუფლება. თითოეული მოგზაურობით თქვენ აკეთებთ ახალ აღმოჩენებს , იძენთ სასიამოვნო მოგონებებს, მეგობრებს და ახალ შთაბეჭდილებებს. 

Facebook

მსგავსი სიახლეები

2021, დეკემბერი 01

სად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. როდესაც განაგრძე კითხვა
2021, ნოემბერი 04

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად?

ადამიანისთვის და უფრო მეტად ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება ჯანმრთელი ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. განაგრძე კითხვა
2021, ოქტომბერი 07

რატომ ბაკურიანი

ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. განაგრძე კითხვა
ტური კოტეჯში